in

Photoshop-ის iPad ვერსიას Select Subject-ის ფუნქცია დაემატა

Lenovo
Lenovo

Photoshop-ის iPad ვერსიას Select Subject ფუნქცია დაემატა, რომლის დახმარებითაც, ამ ვერსიის მომხმარებლებს ერთი დაწკაპუნებით შეეძლებათ ფოტოზე გამოსახული საგნის მონიშვნა, შესაბამისად, მათი წაშლა, ან გადააგილებაც იოლდება. აღნიშნული სიახლე Adobe-ს ფუნქციას – Sensei AI უკავშირდება. ეს სწორედ ისაა, რისი დახმარებითაც მექანიკური სამუშაო, რომელიც ობიექტის ხელით მონიშვნას მოიცავდა, ავტომატურად – ერთ დაწკაპუნებად იქცა.

 

აღსანიშნავია, რომ ფუნქცია ეფექტურად მუშაობს იმ შემთხვევაშიც, თუ ობიექტის ფონი მრავალფეროვანია. Adobe-ს თქმით, ობიექტის ამოჭრა შესაძლებელია დეტალურად, ისე, რომ ფონზე არ დარჩეს, მაგალითად, ფოტოზე გამოსახული ადამიანის თმა, ან თმაზე – ფონის ნაკუწები.

ციფრული ხელსაწყო/თამაში ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისთვის

42 – გრაფიკული ხელოვნებისა და ტკბილეულის მაღაზია ერთ სივრცეში