სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გერმანულმა ბრენდმა Puma სარეკლამო კამპანია დაიწყო. ახალი პოსტერების მთავარი გმირი, ამერიკელი მსახიობი სელენა გომეზია.

ეს ბრენდის ახალგაზრდული სპორტული ფეხსაცმლის Cali მხარდასაჭერი კამპანიაა.
სელენა გომეზი Puma-სთან 2017 წლის სექტემბრიდან თანამშრომლობს – მსახიობი კომპანიის ბრენდ ამბასადორია.














