კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სელინში – ახალ გასტრონომიულ-კონცეპტუალურ სივრცეში, რომელშიც კულინარია, ხელოვნება და დახვეწილი დიზაინი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. „სელინი“ ზღვისპირას, ბუტიკურ სასტუმრო Gonio Inn-ში მდებარეობს და სტუმრებს გასაოცარი პანორამული ხედების ფონზე, მოდერნისტულ გარემოსა და საავტორო კერძების, თუ ბარის მენიუს სთავაზობს.
სელინის კულინარიული ოსტატის საავტორო მენიუ
„სელინის“ მენიუს კონცეფცია სრულად საავტოროა, რომელიც შეფ მარიამ ყაბანაშვილმა საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებით, იმპროვიზაციული ხედვითა და კულინარიის განსხვავებული პერცეფციის სინთეზით შექმნა.
9-წლიანი გამოცდილებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „სელინამდე“, დიდი გასტრონომიული გზა გამოიარა.
მისი ხედვით კულინარია არამხოლოდ კერძის მირთმევა, არამედ სრული, ვიზუალური, ესთეტიკური და გემოვნური გამოცდილებაა, რომლის სრულყოფაც უკვე თავად, საავტორო მენიუთი სელინში მოახდინა.
დახვეწილი გემოების შექმნით, კულინარიისადმი ინოვაციური მიდგომით, თუ ტრადიციული მეთოდების ავანგარდულ ტექნიკებად გადაქცევით, “სელინში” შეფ მარიამ ყაბანაშვილის საავტორო მენიუთი, ნამდვილი გასტრონომიული თავგადასავალი გელით.
ბარის საავტორო მენიუ
სრულყოფილი კულინარიული გამოცდილება წარმოუდგენელია „სელინის“ ხელნაკეთი კოქტეილების კოლექციის გარეშე. ქართული ღვინისა და მულტიკულტურული სასმელებისგან შექმნილი კრაფტ კოქტეილები, მიქსოლოგიის ხელოვნებისა და გემოების მრავალფეროვნების შესანიშნავი გამოხატულებაა.
რა დაგხვდებათ „სელინის“ გასტრონომიულ-კონცეპტუალურ სივრცეში?
- კულტურულ-კონცეპტუალური სივრცე – სადაც ნახატებისა და მონუმენტების წარდგენას, პრეზენტირებასა თუ გამოფენა-გაყიდვას შეძლებთ;
- მუსიკალურ სივრცე – „სელინში“ სხვადასხვა ინდი, თანამედროვე, ჯაზ, თუ კლასიკური არტისტები გამართავენ ღონისძიებებს;
- გასტრონომიული სივრცე, სადაც რესტორნის შეფი მარიამ ყაბანაშვილი საავტორო, ავთენტური მენიუთი გაგიმასპინძლდებათ;
- ღვინის კუთხე – ამ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ორი ტიპის, ქვევრისა და კლასიკური ღვინის 29 სახეობა;
- კონცეპტუალური ბარი – „სელინში“ კრაფტ სასმელების, ბელგიური ლუდის ფართო არჩევანი და უნიკალური ღვინის კოქტეილების მენიუ, ისევე, როგორც კლასიკური კოქტეილების, საზაფხულო მიქსების კრეატიული ალტერნატივებია წარმოდგენილი.
- Show Kitchen – საჩვენებელი სამზარეულო მოიცავს გრილის სივრცეს, სადაც სხვადასხვა კერძის მომზადების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა პირდაპირ რეჟიმში გაქვთ.
„სელინი“ გასტრონომიული რუკის სრულიად ახალი, ინოვაციური ნიშნულია, სადაც თითოეული სტუმარი შეძლებს განსაკუთრებული კულინარიული, თუ კონცეპტუალური გამოცდილების შექმნას.
[R]