2
Sep
2019

ავტობუსი მძღოლის გარეშე – ახალი ტრანსპორტი ტალინში

2 Sep 2019

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ახალი ავტობუსი დადის, რომელსაც სამართავად მძღოლი არ სჭირდება. ელექტროენერგიაზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ერთ-ერთი გარეუბნიდან ცენტრში, ხელოვნების მუზეუმამდე მოძრაობს.

ავტობუსი, სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 10:00-დან  16:00-მდე მუშაობს. მასში 8 მგზავრი ეტევა და საშუალო სიჩქარე 12 კმ/სთ-ია. მომავალში სამუშაო საათების გახანგრძლივებაც იგეგმება. ესტონეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სახეობების მსგავსად, მგზავრობა აქაც უფასოა.

ავტობუსი მძღოლის გარეშე კომპანია Sohjoa Baltic-ის, ტალინის სატრანსპორტო დეპარტამენტისა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია.

ავტობუსი ელექტროენერგიაზე მუშაობს და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, გარემოს არ აზიანებს, პირიქით, ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტია.

წყარო: Estonianworld 

 

განხილვა