კომფორტის ზონა სულ უფრო ფართოვდება, ამის მტკიცე მაგალითია სან-ფრანცისკოელი სტარტაპის “Robomart” ახალი პროდუქტი – თვითმართვადი მანქანა-მაღაზია, რომელიც სურსათს პირდაპირ თქვენს კართან მოიტანს. აქამდე არსებულ ამაზონის, უბერისა და სხვა კომპანიების თვითმართვად მანქანებს იმ საკვების მოტანა შეეძლოთ, რომლებსაც მომხმარებლები სახლიდან უკვეთავდნენ. “რობომარტის” მანქანის შემთხვევაში კი, ბაზარი პირდაპირ თქვენთან მოდის და რასაც გინდათ, იმას აირჩევთ. საკმარისია გამოიძახოთ და მიუთითოთ თქვენი მისამართი, შემდეგ კი აარჩიოთ სასურველი პროდუქტი, რომლის საფასურსაც მანქანა შეგატყობინებთ.
აქვე უნდა ვახსენოთ აღნიშნული სტარტაპის “ჭკვიანი” გამოგონებაც – რობოტი, რომელიც მაღაზიებს ასუფთავებს. “რობომარტი” ცდილობს დაამტკიცოს, რომ ტექნიკის შესაძლებლობები უსაზღვროა.












