in

ტანსაცმელი, როგორც თვითგამოხატვის ხელოვნება – თეკლე ღვანიას ილუსტრაციები

მოდა როგორც ენა, სტილი როგორც ჩვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლი – სწორედ ამის შესახებ არის ეს ამბავი. წარმოიდგინეთ დილა, როდესაც ახალგაზრდა ქალი აღებს კარადას და ფიქრობს იმ არჩევანზე, რომელიც მის წინაშეა. მისთვის ეს არის დღის ემოციური დასაწყისი, საკუთარი ინდივიდუალობის გამოხატვა. ყოველი ფერი, ყოველი ტექსტურა, ყოველი ფორმა იუბნება იმაზე, ვინ ვართ და რა გვინდა მსოფლიოს ვუთხრათ. თეკლე ღვანიას ილუსტრაციების ეს სერია არის ისტორია იმ ქალებზე, ვინც ჩაცმულობას შემოქმედებითაც უყურებენ. ისინი ქმნიან, ექსპერიმენტირებენ და ყოველდღიურ ცხოვრებაში ზღაპრულ ელემენტებს ამატებენ. მათთვის სტილი არ არის წესების მიყოლა – ეს არის საკუთარი ხმის პოვნა და მისი გაბედულად გამოხატვა.

BOG
BOG

„ეს სერია სიყვარულის გზავნილი ინდივიდუალურობისადმი, რომელიც წარმოაჩენს ქალების სილამაზეს საკუთარი თავის სტილით გამოხატვისას. ეს არის მოდის სახალისო კვლევა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება, სადაც ხაზს ვუსვამ ტანსაცმლის ძალას, რომელიც აყალიბებს იდენტობას, კრეატიულობას და გვიყვება ისტორიებს ფერების, ტექსტურისა და ფორმის მეშვეობით,“ – ამბობს თეკლე ღვანია.

ნახეთ და შეაფასეთ ილუსტრაციების სერია.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

15 ივნისს Left Bank-ის სივრცეში Mechanical Rainbow-ს კონცერტი გაიმართება