in

მკვლევრებმა შექმნეს ბამბა, რომელსაც „თვითჩაქრობის“ უნარი აქვს

უკვე დიდი ხანია, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებმა ტექსტილის ინდუსტრიაში შეაღწია და ისინი აქტიურად გამოიყენება ტანსაცმლის, ავეჯის, ხალიჩების თუ სხვა ნივთების ქსოვილებისთვის. ინიციატივა აალებადი მასალის დაცვას ემსახურება, რაც მომხმარებლების გარემოს მეტად უსაფრთხოს ხდის.

M2
M2

თუმცა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ცეცხლგამძლე მასალები ტოქსიკური ქიმიკატების ხარჯზე მზადდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ბაზრიდან იქნა ამოღებული, ამ ქიმიკატების დაშლას წლები სჭირდება და, შესაძლოა, მათი ბიომოლეკულაციაც კი მოხდეს ადამიანებსა და ცხოველებში.

ჯანმრთელობისთვის მავნე ზემოქმედების გარეშე უსაფრთხო ტექსტილის დასამზადებლად კი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მკვლევრებმა ბამბის ახალი ჯიში გამოიყვანეს. მას არა მხოლოდ არ საჭიროებს ქიმიურ ნივთიერებებს, არამედ თვითჩაქრობის ფუნქციაც კი გააჩნია ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ამ უნარს მხოლოდ ერთ გენს არ უნდა ვუმადლოდეთ — მეცნიერებმა რამდენიმე გენის შერწყმით შექმნეს სითბოს გამომუშავების საგრძნობლად დაბალი უნარის მქონეს ფენოტიპი.

უფრო მეტიც, ასეთ ბამბას სწორედ ის თვისებები აღმოაჩნდა, რომლებსაც მწარმოებლები ხშირად ეძებენ პროდუქტის შექმნისას. ამრიგად, ის სრულიად შესაფერისია კომერციული წარმოებისა და სამომხმარებლო გამოყენებისთვის. „კომერციული ჯიშებისთვის ამ გენების გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს, ბამბის პროდუქტების უსაფრთხოება გავაუმჯობესოთ და, ამავდროულად, შევამციროთ ხანძარსაწინააღმდეგო მასალების ქიმიური ზემოქმედება“, — განმარტავს კვლევის წამყვანი ავტორი, ბრაიან კონოდი.

5 რჩევა, თუ როგორ უნდა ავირიდოთ კონფლიქტი უფროსებთან

AI ჩეთბოტების საშუალებით ისტორიული ფიგურები „გააცოცხლეს“