in

Self.ge – სტარტაპი, რომელიც HR პროცესების ერთ, ციფრულ სივრცეში მართვას ემსახურება

Self.ge თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, ნომინაციაში საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი

Startauperi
Startauperi

Self.ge – ასე ჰქვია HR მართვის სისტემას, ვებ აპლიკაციას, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი სახის ბიზნესი ერთ სივრცეში მართავს HR პროცესებს. იგი მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ ნაწილს, ისე პერსონალთან კომუნიკაციას, სამუშაო  დროის აღრიცხვასა და კომპანიის შიდა ბიზნეს პროცესების სხვადასხვა მიმართულებას. 

Self.ge ამჟამად თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, ნომინაციაში საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი. 

M: მოდით, დეტალურად ვისაუბროთ, როგორ მუშაობს თქვენი სერვისი და რა ფუნქციებით არის იგი აღჭურვილი…

ნინო ფეიქრიშვილი, Self.Ge-ის თანადამფუძნებელი: ეს არის HR პროცესების მართვის სისტემა, რომელიც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას ერთიანი პლატფორმით მართონ თანამშრომლებთან დაკავშირებული ყველა ბიზნესპროცესი. თანამშრომლებს კი აძლევს შესაძლებლობას თავად მართონ  ადმინისტრაციული აპლიკაციები, როგორიცაა მაგალითად შვებულება, “დეი ოფი”, ბიულეტინი, დამატებითი საჭიროების განაცხადები თუ სხვ. სისტემაში ჩაშენებული Flow-ს მექანიზმი, მას ბევრად უფრო მოქნილს, ავტომატიზირებულს და მარტივს ხდის. ცხადია, ეს კომპანიის HR თანამშრომლების რესურსების დაზოგვასაც განაპირობებს, რადგან მათ ნაცვლად რუტინულ საქმიანობას სისტემა შეასრულებს. 

Self.Ge-ის მიზანია გააციფრულოს ყველა HR ბიზნეს პროცესი და შესაბამისად შეამციროს ამ პროცესების მართვაზე დახარჯული დრო და ადამიანური რესურსი.

M: როგორ მიხვედით ამ ინოვაციური სტარტაპის შექმნის იდეამდე? რამდენად გამომდინარეობდა ის პირადი საჭიროებიდან და გამოცდილებიდან?

10 წლის განმავლობაში, სხვადასხვა კომპანიაში ვმართავდი HR დეპარტამენტებს. არაერთხელ მიმართია ამ კომპანიებში ციფრული ტრანსფორმაციის პროექტები. შესაბამისად, ხშირად მიყიდია სხვადასხვა სისტემები ამ პროცესების სამართავად.

თუმცა, საბოლოოდ ვხვდებოდი, რომ ყველა სისტემას აკლდა მოქნილობა და მორგებულობა ქართული ბიზნესის მოთხოვნებზე.  თანაც, თითოეული ამ სისტემის შეძენა და იმპლემენტაცია საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.

ამიტომაც, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, შეგვექმნა ისეთი სისტემა, რომელიც ადამიანების ნაკლებ ჩართულობას მოითხოვდა… ყოველთვის მჯეროდა, რომ მოვიდოდა დრო და HR ადმინისტრირების პროცესს, სრულად ტექნოლოგიები ჩაანაცვლებდნენ და HR მენეჯერების ჩართულობა ამას აღარ დასჭირდებოდა. ჩვენი სისტემა  ზუსტად ართმევს თავს ამ გამოწვევას. 

ამავე დროს, ჩვენი სისტემით სარგებლობა კომპანიებს, ყოველგვარი პირველადი ინვესტიციის გარეშე, მხოლოდ ყოველთვიური სააბონენტო გადასახადით შეუძლიათ, რომლის ოდენობაც, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით იცვლება. 

M: მთელ ამ პროცესში რამდენად დიდი როლი ითამაშა კორონავირუსის პანდემიამ და მისმა თანმდევმა, უფრო აქტიურმა ონლაინ რეჟიმმა?

როდესაც ბაზარზე გამოვედით, ქვეყანაში სრული ლოკდაუნი იყო. დღეს უკვე 50-ზე მეტ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ – თანაც, ჩვენს სისტემას ენდნენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა ვენდისი, დანქინი, რომპეტროლი, ევროპროდუქტი, გასტრონომი,  სხვადასხვა საერთაშორისო თუ ქართული ბრენდის სასტუმროები: კაჭრეთის ამბასადორი, ყვარლის ტბა, Accore ჯგუფის სასტუმროები  და ა. შ. ასე რომ, პანდემია ჩვენთვის დიდ გამოწვევასთან ერთად დიდი შესაძლებლობა აღმოჩნდა, და მიხარია რომ ჩვენმა სისტემამ ზუსტად უპასუხა ამ პროცესით გამოწვეულ მოთხოვნებს და გახდა ძალიან მოთხოვნადი. 

რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გამოწვევებიც – მაგალითად, თანამშრომელთა გადამზადება და ტრენინგები ონლაინ იმართებოდა. თუმცა ეს უკვე არც კი არის გასაკვირი. ჩვენ ხომ ბიზნესი სრულად დისტანციურად შევქმენით…

M: როგორც ჩანს, საქართველოში უკვე საკმაოდ მოთხოვნადია თქვენი პროდუქტი. რას იტყვით საერთაშორისო ბაზარზე? თუ იგეგმება სხვა ქვეყნების ათვისებაც?

სამომავლოდ იგეგმება საერთაშორისო ბაზრის ათვისებაც. უკვე ვაწარმოებთ კიდეც მოლაპარაკებებს. თუმცა ძირითადად ამ ეტაპზე ვმუშაობთ პროდუქტის განვითარებაზე გვსურს, პროდუქტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს და საქართველოს საზღვრებს გარეთ სრულყოფილი სისტემა გავიტანოთ. 

M: ინტერფეისის თვალსაზრისით, რამდენად მოსახერხებელი და მარტივია Self.Ge-ის გამოყენება მომხმარებლებისთვის?

შეიძლება ითქვას, რომ Self.Ge კომპანიების ერთგვარი შიდა სოციალური ქსელია – გარდა HR ადმინისტრაციული საკითხების მართვისა, იგი კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას გაუზიარონ თანამშრომლებს კომპანიაში მიმდინარე სიახლეები, გაუზიარონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მიულოცონ დაბადების დღეები თუ სხვა მნიშვნელოვანი თარიღები და სხვა.

Facebook ფუნქცია Unfollow Everything-ს კრძალავს!

სტარტაპი “ქარი” – ელექტრომოპედების პირველი საზიარო სერვისი საქართველოში