15
Feb
2019

“Self is always elegant“ – ნაირნაირი თასმები „Nair ნაირი“-სგან

15 Feb 2019

Startauperi
Startauperi


„აქ უნდა ეწეროს, თუ რა უჩვეულოდ სპონტანურად გაჩნდა ამ უთე…სი სტარტაპის შექმნის იდეა და რამდენი უძილო ღამე გავათენეთ მეგობრებმა, რათა „Nair ნაირი“ თქვენამდე მოგვეტანა. მაგრამ, ხომ ვიცით, რომ ეს ყველაფერი მაგრად გკიდიათ და ჩვენც გვკიდია“. დასაწყისისგან განსხვავებით, აღმოჩნდა, რომ მათი ფერადი თასმები, არც ისე ცოტა ადამიანს აინტერესებს.

გიორგი ხერგიანი (დამფუძნებელი): დღემდე, ბევრი ფიქრობს, რომ Black is always elegant, ჩვენ ვთვლით – Self is always elegant. ამიტომ, ამ ბრენდით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ჩვენს მეგობრებს საკუთარი თავის უკეთ გამოხატვაში. ზოგადად, სიტყვა „მომხმარებელი“ ძალიან არ მომწონს, ამიტომ, მათ, ყოველთვის „მეგობრებად“ მოვიხსენიებ.

M: როგორ გაჩნდა სახელისა და ლოგოს იდეა, ვინ იმუშავა ბრენდინგზე?

გ.ხ. : ბრენდინგზე მე და ჩემმა მეგობრებმა ვიმუშავეთ კომპანია HOLMES&WATSON-იდან. სახელი მე მოვიფიქრე, ლოგო კი მათი შემოქმედებაა. რვაფეხა შევარჩიეთ იმ მიზეზით, რომ იაპონურ კულტურასთან გვინდოდა სიახლოვე. თუ კარგად დააკვირდებით ჩვენს ლოგოს, მიხვდებით, რომ ჰოკუსაის „მეთევზის ცოლის ოცნების“ პროტოტიპი საერთოდ არ არის. უბრალოდ ბევრი ფეხი აქვს.

M: ვისთვის არის „Nair ნაირი“?

გ.ხ. : ბრენდი არის მათთვის, ვინც თავს საინტერესოდ თვლის და ეძებს ორიგინალურ თვითგამოხატვის საშუალებებს. „Nair ნაირ“-ს შვებულებაში მყოფი დიზაინერი ქმნის ჩვენი მეგობრებისთვის, რომლებიც შეპყრობილნი არიან პოპ -კულტურით, აქვთ ბევრი ჰობი, ინტერესი სიახლეებისადმი და არ უყვართ ერთ ადგილზე დგომა.

M: კონკურენტები თუ გყავთ? „Nair ნაირი“ რით გამოირჩევა მათგან?  

გ.ხ. : დღეს უკვე 3 სერიოზული მოთამაშეა ბაზარზე. კონკურენტებთან მიმართებაში მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „Nair ნაირი“  არ არის მხოლოდ თასმების ბრენდი და ეს ჩვენი სახელიდანაც კარგად ჩანს.

M: სამომავლოდ რას გეგმავთ?

გ.ხ. : ვგეგმავთ, რომ ბევრი საინტერესო სიახლე შემოვიტანოთ ქართულ ბაზარზე და ყველანაირად შევუწყოთ ხელი ადამიანების თვითგამოხატვას.

 

განხილვა