in

ქაღალდის, თვითდამუხტვადი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია შეფუთვები ინტერაქტიულად აქციოს

veon
veon

„პირველად ხდება თვითდამუხტვადი, ქაღალდზე დაფუძნებული ელექტრონული მოწყობილობის დემონსტრირება“, – ამბობენ პარდიუს უნივერსიტეტის ინჟინრები, მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. დიახ, მათ შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც ქაღალდს უსადენო და თვითდამუხტვად კლავიატურად აქცევს. ამ მეთოდის დახმარებით, შესაძლებელია რვეულები მუსიკის ფლეერებად, ხოლო საკვების შეფუთვები ინტერაქტიულ შეფუთვებად იქცეს.

დასაწყისისთვის, ინჟინრებმა შექმნეს ნესტისა თუ თხევადი ნივთიერებების მიმართ მდგრადი ქაღალდი, რის შემდეგაც ამ საფარველის ქვეშ სენსორები მოათავსეს. ინტერფეისი აღჭურვილია ვერტიკალური წნევის სენსორებით, რომლებიც მოწყობილობის მუშაობისთვის საჭირო ენერგიას მომხმარებელთან ინტერაქციის გზით გამოიმუშავებს. ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობას დამუხტვა, ან გარე ელემენტი არ სჭირდება. მისი ენერგიით უზრუნველყოფისთვის მხოლოდ შეხებაა საჭირო.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ნაჩვენებია ტექნოლოგიის ტესტირება, რომლის დროსაც ქაღალდი მუსიკის პლეერადაა გამოყენებული:

შემდეგი ვიდეო კი გვიჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ქაღალდის მოწყობილობა კომპიუტერის კლავიატურად:

მომდევნო ვიდეო კი თხევადი ნივთიერებების მიმართ მოწყობილობის მდგრადობის დემონსტრირებას ისახავს მიზნად:

მკვლევართა გუნდის თქმით, ტექნოლოგია თავსებადია ამჟამად გავრცელებულ მასობრივი ბეჭდვის პროცესთან, თითოეული ასეთი ქაღალდის მოწყობილობის საწარმოებლად კი მხოლოდ 0.25 დოლარია საჭირო. ინჟინრები გამოთქვამენ იმედს, რომ მოწყობილობის წარმოების დაბალი ფასი და სიმარტივე ბაზარზე მის გავრცელებასა და დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. საბოლოო ჯამში კი, ჩვენს ყოველდღიურობაში გაჩნდება ქაღალდისგან დამზადებული, იაფი მოწყობილობები, რომელსაც აქვს პოტენციალი ჩვენს რვეულებსა თუ შეფუთვებში ინტეგრირდეს და ასე, მალე შეიძლება თითის ერთი გადასმით, შეფუთვები გველაპარაკონ პროდუქტების ვარგისიანობისა თუ მომზადების წესის შესახებ.

მანქანა, სწრაფი ცხენების სანაცვლოდ – Ford-ის რეკლამა

ზუმერული ანა-ბანა არაციფრული ქცევების შესაცვლელად