როგორი საყვარელია ხოლმე ერთგული შინაური ცხოველი, როდესაც თამაში ან გასეირნება უნდა, საჭმლის მოლოდინის დროს ხომ საერთოდ, თვალებში ისე გიყურებს, წინააღმდეგობის გაწევის ძალასაც დაგაკარგვინებს. თუმცა, როდესაც საქმე, მაგალითად, სურათის ერთად გადაღებაზე მიდგება, ძაღლების გაჩერება ყოველთვის დიდი პრობლემაა. სწორედ ამისთვის, Pedigree-მ ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი რამ მოიფიქრა, სმარტფონზე დასამაგრებელი გემრიელი და ოთხფეხა მეგობრისთვის საოცრად მიმზიდველი სპეციალური საჭმელი. როგორც კი ტელეფონს სელფის გადასაღებად მოამზადებთ, ძაღლი უბრალოდ ცდუნებას ვერ გაუძლებს და კამერის მაღლა დამაგრებულ საჭმელს დაუწყებს ყურებას. კომპანიის ამ უჩვეულო სიახლისთვის სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლის მომზადებაზე სააგენტო BBDO-მ იზრუნა.














