17
Aug
2016

სელფის გიგანტური ჯოხი – Toyota–ს კამპანია Flow Festival–ზე

17 Aug 2016



ელექტრონული მუსიკის ყოველწლიურ ფესტივალზე, რომელიც ჰელსინკში 12 -14 აგვისტოს ჩატარადა, მისულ მელომანებს Toyota-სგან უჩვეულო სიურპრიზი დახვდათ.

 

ყველაზე დიდი სელფის ჯოხი და Toyota–ს ახალი მოდელი C-HR. ნებისმიერ მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა რამდენიმე მეტრიანი ჯოხის საშუალებით მეგობრებთან და უახლეს ავტომობილთან სელფი გადაეღო. სცენასთან ახლოს დამონტაჟებულ უშველებელ ჯოხს ასევე დიდი მონიტორი ჰქონდა, შესაბამისად, სელფში საკმაოდ ბევრი ადამიანი ხვდებოდა.

გარდა იმისა, რომ Flow Festival–მა, როგორც ყოველთვის, ჟრიამულითა და ძალიან ბევრი დადებითი ემოციებით ჩაიარა, უამრავ ადამიანს არაჩვეულებრივი სელფიც დარჩა სამახსოვროდ. ასეთი უცნაური ჯოხით გადაღების საშუალება ყოველდღე ხომ არ არის.

ყურადღების მიქცევა Toyota–ს ნამდვილად არაჩვეულებრივად გამოუვიდა. ფესტივალზე, სადაც ათასობით ადამიანია შეკრებილი, მხოლოდ იმისთვის, რომ კარგ მუსიკას მოუსმინს და გაერთოს, კომპანიამ ისეთი რამ მოიფიქრა, რაც გულგრილს არავის დატოვებდა – ყველასთვის სასურველი და საყვარელი სელფი სრულიად წარმოუდგენელი ჯოხით.

განხილვა