in

გიგანტური “სელფი პანდას” ინსტალაცია, როგორც ჩინეთის რეგიონის სიმბოლო

ნიდერლანდელი არტისტი, ფლორენტინ ჰოფმანი თავის ახალ ინსტალაციას “სელფი პანდა” გვიზიარებს, რომელიც მისი მორიგი გიგანტური ნამუშევარია. მანამდე მან მსგავსადვე გიგანტური რვაფეხა, დათვი და ჰიპოპოტამი შექმნა.

BOG
BOG

პანდის ინსტალაციის განთავსების ადგილმდებარეობა ცენტრალური ჩეგდუს ჩრდილო ნაწილია, რომელიც ჩინეთში მდებარეობს. ეს ინსტალაცია ამ ადგილს კონცეპტუალურად ერგება კიდეც, რადგან სწორედ აქ მდებარეობს გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვის ცენტრი. აღნიშნული ადგილი ბამბუკებითაა სავსე და ზოგადად აქაური პირობები პანდების ცხოვრებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

როგორც ჰოფმანი ამბობს, ამ პროექტზე მუშაობა მისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო, რადგან აღნიშნული ადგილი ყოველთვის გამოირჩეოდა პანდებზე ზრუნვით, დაცვითა და მათთვის საცხოვრებელი საოცარი პირობებით. ამიტომაც ინსტალაცია სწორედ იქ განთავსდება, სადაც მას ყველაზე მეტად შეეფერება.

DataFest Tbilisi სპეციალურ გამოშვებას ონლაინ ფორმატში გამართავს

15 ივნისიდან, საქართველოში, ტურიზმი იხსნება