in

როგორ მართავენ ეფექტიანი ხელმძღვანელები ორგანიზაციას კრიზისის დროს?

შესაძლოა იფიქროთ, რომ კრიზისი ადამიანებში მხოლოდ ყველაზე უარეს მხარეს ავლენს, თუმცა, ის ასევე გამოარჩევს ეფექტიან და ქარიზმატულ ლიდერებსაც. ალბათ, ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ ირჩევენ აშშ-ის პრეზიდენტებს მეორე ვადით, ომის პერიოდში. კვლევამ გვიჩვენა, რომ ლიდერები, რომლებიც თავდაუზოგავად არიან ჩართულები კრიზისის დროს, ყველაზე ეფექტიანებად მიიჩნევიან.

pasha-statiebi
pasha-statiebi

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ჩატარებული ერთ-ერთი კვლევიდან ირკვევა, რომ ლიდერის მხრიდან თავგანწირვა, როგორიცაა საკუთარი შემოსავლის მოკლება ან მოგებაზე უარის თქმა, კრიზისის დროს, თანამშრომლებს უკეთ აგრძნობინებს თავს და ხელმძღვანელებისადმი უფრო მეტ ერთგულებას აღძრავს. ეს მიგნება დამატებითი კვლევებითაც დადასტურდა – ხელმძღვანელების თავგანწირული ქცევა ადამიანებს ანახებს მათ მაღალ მორალურ ფასეულობებს და მიბაძვის სურვილს უჩენს, რასაც ორგანიზაცია უკეთეს შედეგებამდე მიჰყავს.

მიიღეთ დარტყმა

დღესდღეობით, პანდემიისდროინდელ სამყაროში, უამრავი ხელმძღვანელი უცხადებს მხარდაჭერას საკუთარ თანამშრომლებს. ისინი მათ შენარჩუნებას ცდილობენ მაშინაც კი, თუკი თანამშრომლები სამუშაო პროცესში ჩართვას დროებით ვერ ახერხებენ. მაგალითად, იმის მიუხედავად, რომ Patagonia-ს მაღაზიები დაკეტილია, მისი დირექტორი ივონ შუინარი თანამშრომლებს დაჰპირდა ანაზღაურების გადახდას პანდემიის პირობებშიც. ამან გუნდის წევრებში გააჩინა რწმენა, რომ ორგანიზაცია მაღალი ღირებულებებით მოქმედებს და აუცილებლად გადალახავს პანდემიის კრიზისს.

თავგანწირვა არ ნიშნავს, რომ კომპანია აკეთებს იმას, რაც სწორია. თუკი აპირებთ თანამშრომლებს თავგანწირვისკენ მოუწოდოთ, თავადაც უნდა წახვიდეთ ამ ნაბიჯზე. რაც უნდა ხდებოდეს, რასაც უნდა მოელოდეთ გუნდისგან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, იყავით მათთან ერთად. არავის უყვარს, როცა უსაფრთხო ტერიტორიაზე მოკალათებული ლიდერი შორიდან ადევნებს თვალს წინა ხაზზე მებრძოლ გუნდს.

Marriott International-ის დირექტორმა არნე სორენსონმა საკუთარი ანაზღაურება შეამცირა ერთი წლით და სასტუმროს ნომრებს Covid-19-თან გასამკლავებლად დათმო. Marriot-ის ხელმძღვანელობამაც შეამცირა საკუთარი ანაზღაურება 50%-ით. შედეგად, სასტუმროების ქსელი კვლავაც რჩება ერთ-ერთ სასურველ დამსაქმებლად.

NBCUniversal, Uber, Delta, Yelp – ეს იმ კომპანიების მხოლოდ ნაწილია, რომელთა ტოპ-ლიდერებმაც ანაზღაურება საკუთარი ნებით შეამცირეს. ანალოგიურად მოიქცნენ ჰარვარდისა და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების მაღალანაზღაურებადი დეკანები, ტრენერები და ადმინისტრატორები, რათა იმ კრიზისთან გამკლავებისთვის შეეწყოთ ხელი, რასაც უმაღლესი განათლება აწყდება. და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია.

კომპანიის მმართველი ყველა არ ვართ, ყველას არ გვაქვს შემოსავლის შემცირების საშუალება. თუმცა, თავგანწირვის სხვა საშუალებებიც არსებობს. მაგალითად, ლანჩის დისტანციურად შეკვეთა და გაგზავნა, Zoom-ის შეხვედრისთვის ძალიან ორიგინალური და ყურადღებიანი ჟესტია, ან სხვა რამ, რაც ადამიანებს თქვენს ყურადღებას აგრძნობინებს.

დაანახეთ მიზანი

ბევრი ორგანიზაცია სთავაზობს უფასო სერვისებს – უფასო ვირტუალურ ტურებს ან საგანმანათლებლო პროგრამებს ან სხვა რამეს. მაგალითად, Tesla-მ, Toyota-მ, Ford-მა და GM-მა საკუთარი ქარხნები დახურეს და ვენტილატორების გამოშვება დაიწყეს, ხოლო Medtronic-მა პორტატული ვენტილატორების პროგრამული უზრუნველყოფისა და სპეციფიკაციების ინფორმაცია გაასაჯაროვა და ნებისმიერ მსურველს მისცა მასზე წვდომა, Covid-19-თან საბრძოლველად.

თუმცა, რასაც არ უნდა გასცემდეთ, მნიშვნელოვანია, რომ ეს დააკავშიროთ ორგანიზაციულ ხედვასთან, მისიასთან და ღირებულებასთან, რათა ადამიანებმა სათანადოდ გააცნობიერონ, რატომ დგამთ ამ ნაბიჯებს. როდესაც Salesforce co.-ის დირექტორმა მარკ ბენიოფმა გასცა დაპირებმა, რომ უახლოესი სამი თვის მანძილზე შემცირებებს არ განახორციელებდა, ეს დაუკავშირა კულტურულ ღირებულებებს და სთხოვა თანამშრომლებს, გაეგრძელებინათ იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც ამას საჭიროებდნენ კრიზისამდე. ლიდერებმა მკაფიოდ უნდა განმარტონ თავიანთი მოქმედებები და ეს ორგანიზაციულ ღირებულებებთან უნდა იყოს პირდაპირ კავშირში.

თუკი მიზანი ბუნდოვანია, შესაძლოა, უკურეაქცია მიიღოთ. კვლევა გვიჩვენებს, რომ ზოგადად, ადამიანები სკეპტიკურად ვართ განწყობილები და როდესაც ლიდერი მსხვერპლზე მიდის, ჩვენ ან ვცდილობთ გავიგოთ, რატომ იქცევა ასე ან ვკონცენტრირდებით იმაზე, რასაც არ აკეთებენ. ზოგიერთმა ცინიკურად განწყობილმა ადამიანმა ისიც დაასკვნა, რომ Jonson&Jonson-მა ვაქცინის გამოგონებაში მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოგების მოტივაციით განახორციელა. თუმცა, როდესაც გენერალურმა დირექტორმა ალექს გორსკიმ ეს მოქმედება ადამიანების ჯანმრთელობის მიმართ პასუხისმგებლობას დაუკავშირა და თქვა, რომ ვაქცინის გამოგონების ხელშეწყობა არაკომერციული მიზნებით გადაწყვიტეს, ეჭვი აღფრთოვანებამ შეცვალა.

იყავით მაქსიმალურად გამჭვირვალე

განმარტების გარდა, ლიდერები უნდა იყვნენ მკაფიო და გამჭვირვალე იმასთან დაკავშირებით, რასაც ეს მსხვერპლი წარმოადგენს. თუკი ლიდერი საჯაროდ რიცხავს მისი შემოსავლის 10%-ის ქველმოქმედებაში, არაკომერციული მიზნებისთვის, მან უნდა განმარტოს, რაში დაიხარჯება ეს თანხა.

მაგალითად, ჯეკ დორსიმ $1 მილიარდი დოლარი (მისი ქონების 28%-ს) Covid-19-ის ფონდში გადარიცხა. მან არამხოლოდ ტრანზაქცია განახორციელა, არამედ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც განმარტებულია, როგორ დახარჯავენ ფონდები ამ თანხას.

ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ნებაყოფლობითი გამჭვკრვალობა. დისნეის დირექტორმა ბობ ჩაპეკმა საკუთარი ხელფასის 50%-სა და სხვა ბონუსებზე უარი თქვა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება პროფკავშირის ზეწოლის შემდეგ მიიღო.

მაშინაც, როდესაც კრიზისში არ ვართ, თანამშრომლების 84% თვლის, რომ ორგანიზაცია არასაკმარისად გამჭვირვალეა. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც მაღალი გამჭვირვალობით ხასიათდებიან, მაღალი პროდუქტიულობით, ინოვაციურობითა და მდგრადობითაც ხასიათდებიან, ვიდრე ის ორგანიზაციები, სადაც ბევრი რამ დაფარულია. გამჭვირვალობა მკვეთრად ზრდის ნდობის ხარისხს.

კრიზისი ხელმძღვანელებს მიმართულების შექმნის, ორგანიზაციის დანიშნულებისა და მხარდაჭრის უზრუნველყოფაში ეხმარება, როცა მის მომხმარებლებს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. მაგალითად, Columbia Sportswear-ის დირექტორმა ტიმ ბოილმა თავისი შემოსავალი $10 000-მდე შეამცირა და განაგრძო თანამშრომლებისთვის ანაზღაურების ჩვეულებრივად გადახდა, Yum Brands-ის დირექტორმა დევიდ გიბსმა სრულად დათმო საკუთარი ხელფასი და $1000-იანი ბონუსები დაურიცხა თავისი რესტორნების მენეჯერებს. ამ მსხვერპლშეწირვამ შეიძლება მნიშვნელოვნად აამაღლოს ნდობაც და გუნდის მორალური მდგომარეობაც, რაც ამ რთულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

წყარო: HBR



Thai box – the unique Asian cuisine brand in Tbilisi

დამიქირავე, რეინოლდს! – უმუშევარი კოპირაიტერი რაიან რეინოლდსს სამსახურს სახალისოდ სთხოვს