– არ მოგეჩვენა!
– არა, სათაურში უზუსტობა არ გაგვპარვია.
– დიახ, ნამდვილად, კრემლი წერია.
– როგორ? მოდი, ყველაფერს აგიხსნი ქვემოთ.
Sellu ონლაინ აუქციონებისთვის გათვლილი ახალი, ქართული ვებპლატფორმაა, რომელზეც სასურველი ნივთის ყიდვა მიზერულ ფასად, 5 ლარად არის შესაძლებელი. მონაწილეობაც მარტივი და სახალისოა – გამოცხადებულ აუქციონზე მონაწილეობისთვის ყიდულობ ბილეთს. ერთი ბილეთი 5 ბიდის გაკეთების საშუალებას გაძლევს. შემდეგ ყველა ჩართული მონაწილე ჩამოდის თავის ბიდებს და ვისიც ყველაზე ბოლოს, ზემოდან მოხვდება, ის იქნება გამარჯვებული.
მოგებულ ნივთს Sellu-ს ოფისში მისვლით ჩაგაბარებენ. მოგებაში რჩება ნივთის პატრონიც, რომელსაც შეუძლია მარტივად გამოიმუშაოს თანხა ამ პლატფორმის საშუალებით და გაყიდოს ნივთები. პლატფორმის შემქმნელები CARU-ს დამფუძნებლები არიან.
პირველივე აუქციონმა, რომელიც სტარტაპმა დაგეგმა, საკმაოდ დიდი ყურადღება მიიქცია. დღეს, 2023 წლის 4 ივლისს, 21:00 საათზე, პლატფორმაზე სატესტო აუქციონი ჩატარდება, რომელში მონაწილეობაც უფასოა და, რომელზეც, არც მეტი, არც ნაკლები – რუსეთის სიმბოლო, კრემლი იქნება წარმოდგენილი, როგორც აუქციონის შემქმნელები გვეუბნებიან, მომავალში დაშლისა და ჯართში ჩაბარების პერსპექტივით.
ალბათ ხვდები, რომ ეს ხუმრობაა. თავად გუნდიც გვეუბნება, რომ ეს არ არის რეალური აუქციონი, მაგრამ ერთგვარი მომზადება და თამაშის წესებში გარკვევაა სამომავლო, რეალური აუქციონებისთვის, რომლებიც პერიოდულად დაიდება გვერდზე და იმისთვის, რომ მათ შესახებ სიახლეები არ გამოტოვო, შეგიძლია ვებგვერდზევე დაუტოვო ტელეფონის ნომერი.
კრემლის ყიდვის სახალისო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კი ეწვიე ბმულს.
იმისთვის, რომ უკეთ გაერკვე, რა არის და როგორ იმუშავებს Sellu, გთავაზობ ვიდეოს.
[R]