7
Jun
2018

„უსტრესო პროდუქტიულობა” – ალექსანდრე ჯეჯელავას სემინარი

7 Jun 2018

21 ივნისს, 18:00 საათიდან ალექსანდრე ჯეჯელავას სემინარი „უსტრესო პროდუქტიულობა” გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია, მონაწილეებს განსხვავბული კუთხით დაანახონ სტრესის გამომწვევი მიზეზები და დაეხმარონ, უსტრესო გარემოში უფრო პროდუქტიულები გახდნენ.

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=y0ZTMpFKGGQ[/embedyt]

 

„სემინარზე განხილული იქნება სტრესის შემცირების რამდენიმე ქმედითი ინსტრუმენტი. მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: პროდუქტიულობისა და სტრესის კავშირი, ჯანსაღი ცხოვრება და ურთიერთობები, სტრესორების აღმოფხვრა და განეიტრალება,  პროდუქტიული მუშაობის ტექნიკები – FLOW, EAtthefrog, გადართვების მინიმიზაცია, სტრესის ანალიზი და შემცირება, პროდუქტიულობის ინსტრუმენტები და ტექნიკები, ზომიერი სტრესისა და მაღალი პროდუქტიულობის შედეგები. ასევე ვისაუბრებთ ჯანმრთელობისა და პირადი ცხოვრების: ძილის, ჯანსაღი კვების და ვარჯიშის მნიშვნელობაზე, დასვენების და შვებულების როლზე უსტრესო ცხოვრებაში“.

სემინარზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება TKT.GE-ზე. დაინტერესებულ პირებს, ასევე, შეუძლიათ, ორგანიზატორებს Flowmaster.Online-ზე დაუკავშრიდნენ.

[R]

განხილვა