Sennheiser-მა ახალი უსადენო ყურსასმენები – Momentum True Wireless 2 გამოუშვა. წინამორბედთან შედარებით, ის 2 მილიმეტრით პატარაა, ამ მოდელს ხმაურის დახშობის ფუნქცია და უკეთესი ელემენტი აქვს. კერძოდ, ყურსასმენების უწყვეტად მოხმარების პირობებში, ის 7 საათს გაგიძლებთ (წინამორბედის შემთხვევაში ეს დრო 4 საათი იყო). ხოლო თუ სპეციალურ ჩასადებს გამოიყენებთ, მისი ელემენტი 28 საათის განმავლობაში გეყოფათ.
Sennheiser Momentum True Wireless 2-ს აქვს ბლუთუზის 5.1, AAC და AptX მხარდაჭერა, რაც შეეხება წყლისადმი მდგრადობას, მის შემთხვევაში ეს IPX4-ია. როგორც უკვე ვთქვით, მოდელს აქვს ხმაურის დახშობის ფუნქცია, ასევე, სურვილისამებრ, შეგიძლიათ მხოლოდ ერთ (მარჯვენა) ყურსასმენში მოუსმინოთ სხვადასხვა ტიპის აუდიოფაილს.
Momentum True Wireless 2 ევროპასა და აშშ-ში 2020 წლის აპრილიდან, შავ და თეთრ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი. მისი ფასი კი 299 დოლარი იქნება.