ოქტომბერი ანუ, როგორც მას ხშირად უწოდებენ ხოლმე “ვარდისფერი თვე” მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის უკვე საერთაშორისო პერიოდია. ამ დროს სხვადასხვა კომპანიები თუ მსხვილი ორგანიზაციები შესაძლებლობებს არ იშურებენ, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ და დაეხმარონ იმ ადამიანებს, ვისაც ამ რთულ დაავადებასთან ბრძოლა უწევთ. Senosalud-ი სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება ქალბატონებს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ამასთან, ზრუნავს მათ თავდაჯერებულობასა და ვიზუალზე. ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა ამ ონკოლოგიური დაავადების მქონე ქალბატონებისთვის თმების შეგროვებაა. მეტი მხარდაჭერისა და დახმარების მოსაპოვებლად Senosalud-მა ახლახან სააგენტო Saatchi & Saatchi-ს მიერ მომზადებული სარეკლამო ვიდეორგოლიც გაავრცელა, რომელიც გულგრილს ნამდვილად ვერცერთ მაყურებელს დატოვებს.