in

პირველი ქართული თავის მოვლის საშუალებების ბრენდი Senself, ამერიკის პრემიუმ მაღაზიათა ქსელ NEIMAN MARCUS-ში გაიყიდება

პირველი ქართული თავის მოვლის საშუალებების ბრენდი SENSELF,  რომელიც დაფუძნებულია ქართულ ხალხურ მედიცინაში გამოყენებული სამკურნალო მცენარეების ინსპირაციით, ამერიკის უმსხვილეს პრემიუმ მაღაზიათა ქსელ NEIMAN MARCUS-ში გაიყიდება.

„ჩვენ გვინდა გავყიდოთ ხარისხი და არა მხოლოდ პროდუქტი“ – ეს არის მარკუსების ოჯახის მთავარი იდეა, რომელსაც საფუძველი 1907 წელს ჩაეყარა. ნეიმან მარკუსს მრავალწლიანი ისტორია აქვს და აერთიანებს მსოფლიოში არსებულ უნიკალურ და პრემიუმ ბრენდებს, როგორიცაა შანელი, არმანი, კრისტიან დიორი, ტომ ფორდი, ლა მერი.

სწორედ ამ იდეით გაერთიანდა კომპანია სენსელფი, ნეიმან მარკუსის ოჯახში.

NEIMAN MARCUS-ის 39 მაღაზიის გარდა, კომპანია მანჰეტენზე Bergdorf goodman-ის მაღაზიით არის წარმოდგენილი.

 


უფრო ვრცლად Senself ის შესახებ:

კომპანია ამერიკაში დაფუძნდა, თუმცა შთაგონება საქართველოს უკავშირდება. პროდუქტის ძირითადი და წამყვანი ინგრედიენტები კარაბადინის წიგნიდან არის ამოღებული.

მე-15 საუკუნის სამედიცინო ხელნაწერში სხვა უამრავი მცენარეა ნახსენები, მაგრამ ორი უნიკალური მცენარე: ჭინჭარი და მრავალძარღვა SENSELF-ის შთაგონების მთავარ წყაროდ იქცა. სწორედ მათი უამრავი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე ისინი ფორმულის წამყვანი ინგრედიენტებია.

აღსანიშნავია ასევე ის, რომ როგორც დამფუძნებლები გვანცა სალაყაია და ანი ფხაკაძე ბრენდის დაფუძნების დასაწყისში გვიყვებოდნენ, დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ ცნობილ ლაბორატორიას, რომელიც ამერიკაში მდებარეობს, როგორც სტარტაპისთვის პროდუქტები ეწარმოებინათ, ახლა კი ვხედავთ, რომ მათ მიერ შექმნილ პროდუქტებს მთელს მსოფლიოში მოიხმარენ.

ამ ეტაპზე ბრენდი  მომხმარებელს სთავაზობს ხუთი სახის პროდუქტს, რომელიც იდეალურია მგრძნობიარე და პრობლემური ტიპის კანისთვის, ამავდროულად ანტი ასაკობრივია. მასში შემავალი უმაღლესი პროცენტულობის აქტივები ეფექტურად ებრძვის კანის სხვადასხვა პრობლემას.

[R]

მელანომის ახალი თერაპია გარდაცვალების რისკს 50%-ით ამცირებს!

როგორ გავუძლოთ ცდუნებას? — 3 სტრატეგია