ჩინურმა კომპანია SenseTime-მა მსოფლიოში უძველესი სამაგიდო თამაშის, Go-ს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ვერსია წარმოგვიდგინა. როგორც ამბობენ, თამაში ჩინეთში 4000 წლის წინ შეიქმნა… SenseRobot Go კი უკვე ახალგაზრდებისთვის შექმნილი რობოტია, რათა ისინი უძველეს თამაშს მარტივად დაეუფლონ. მას რობოტული მკლავი, ეკრანი და დაფა აქვს, რათა პროფესიონალურ დონეზე ითამაშოს.
„SenseRobot ინოვაციურია გამოთვლითი სიმძლავრით, ხელისა და თვალის კოორდინაციით, საინჟინრო მიღწევებით, რადგან ხელოვნური ინტელექტი მონაცემთა ცენტრებიდან სახლებში მიჰყავს… ვიმედოვნებთ, რომ SenseRobot-ის დახმარებით სახლის რობოტების მომავალს ხელახლა განვსაზღვრავთ, შევთავაზებთ არა მხოლოდ ახალ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, არამედ თამაშს ახალ სიცოცხლეს შევძენთ და ხელს შევუწყობთ ტრადიციული კულტურის მრავალფეროვან განვითარებას“, — აცხადებს შუ ლი, SenseRobot-ის ხელმძღვანელი.
უფრო კონკრეტულად კი, რობოტი იმერსიულ სათამაშო გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს და მრავალ ფუნქციას, ვიზუალურ, აუდიო თუ ტაქტილურ ინტერაქციებთან ერთად. საინტერესოა ისიც, რომ თამაშის ფარგლებში სრულიად ახალი ხელოვნური ინტელექტის სავარჯიშოც მოიფიქრეს — 7 ტური სულ 2000 სპეციალიზებული სავარჯიშოსგან შედგება, ფარავს ყველა სასწავლო ფაზას, დამწყებიდან პროფესიონალამდე და მუდმივად ავითარებს ბავშვების Go უნარებს.
„SenseRobot Go იმაზე მეტია, ვიდრე პროგრამის ფიზიკური განსახიერება, იგი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ადამიანების მსგავსი ინტერაქციების უნიკალურ ნაზავს გვთავაზობს. ეკრანით, ხმით, სათამაშო დაფითა თუ რობოტული მკლავით სისტემური სწავლება და პრაქტიკული გამოცდილება შევქმენით, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანისა და დანადგარების თანამშრომლობას“, — განმარტავს შენ ჯუი, Innovative Engineering Institute-ის დეკანი.
საინტერესოა ისიც, რომ SenseRobot Go-ს შეძენა უკვე შესაძლებელია, პროფესიონალური ვერსია 561 დოლარი ეღირება, ხოლო Master 701. თუმცა ამერიკამ უკვე სანქციები დააწესა კომპანიაზე, რათა ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებს თავი აარიდოს…