in

კვლევა — სენსორულ ეკრანებში გრაფენის გამოყენება იგეგმება

ამ გადაწყვეტილების მიღმა ინდიუმის რთულად მოპოვება დგას

ინდიუმი ერთ-ერთი უიშვიათესი ლითონია დედამიწაზე, თუმცა ის ელექტრონული მოწყობილობების უმეტესობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. ახლა კი ინჟინრებმა მიაკვლიეს მეთოდს, რომლითაც ინდიუმის გრაფენით ჩაანაცვლებაა შესაძლებელი.

Indium Tin Oxide (ITO) თხელ ფენებს მაღალი ელექტროგამტარობა და სინათლის გადაცემის უნარი აქვს, თუმცა მისი მოპოვება ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ინდიუმი ტექნიკურად უფრო უხვადაა, ვიდრე ოქრო და ვერცხლი, ეს ელემენტი იშვიათად გვხვდება დედამიწის ქერქში. ამრიგად, იგი აღდგენილ უნდა იქნას, როგორც სხვა ლითონების დასამზადებლად მოპოვებული მადნების ქვეპროდუქტი. ამიტომაც, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მეცნიერები უფრო გავრცელებულ ალტერნატივებს ეძებენ.

საგულისხმოა, რომ ადრე ჩატარებულმა სამუშაოებმა პერსპექტიული “კანდიდატები” გამოავლინა — ნახშირბადის ნანომილების, სპილენძის ნანომავთულხლართების ან ახალი მინის პოლიმერების სახით. ახალი კვლევის ფარგლებში კი, Paragraf and Queen Mary University-ს მკვლვრებმა გრაფენი საუკეთესო ალტერნატივად დაასახელეს.

მხოლოდ ერთი ატომის სისქის ნახშირბადის ფურცლისგან შემდგარი გრაფენი ბევრ სასარგებლო ელექტრონულ და ოპტიკურ თვისებას ავლენს. მეცნიერებმა გრაფენის ორთქლის ორგანომეტალურ ქიმიურ დეპონირებას მიმართეს — კერძოდ, გრაფენს აზოტის მჟავასთან აზავებენ, მისი გამტარობის გასაზრდელად. შემდეგ კი ლაზერით ამოიკვეთება ნიმუში, რათა ის ანოდად იქცეს. შედეგად მიღებული OLED მოწყობილობა ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ძველი ვერსიები.

და მაინც, მიუხედავად წარმატებული ექსპერიმენტისა, ზოგიერთი საკითხი მაინც ქმნის გარკვეულ პრობლემებს. მაგალითად, ინდიმიუმი შედარებით იაფია, ხოლო გრაფენის მასობრივად წარმოება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა ეს ეკონომიკური ლანდშაფტი იცვლება: კომპანიები, როგორიცაა Paragraf, გრაფენის ფართო მასშტაბით დაბალ ფასად წარმოების მეთოდებს ავითარებს.

BBC-მ ლონდონის მეტროსადგური „მწვანე პლანეტად” გადააქცია