in

MacBook Pro–ს უკვე სენსორული მენიუ აქვს!

Apple არ წყვეტს მომხმარებლების გაოცებას არაჩვეულებრივი სიახლეებით. ბრენდმა ახალი MacBook Pro გამოუშვა, რომელიც მისი წინამორბედებისგან სენსორული მენიუთი გამოირჩევა. ახალი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ უფრო მარტივად და სწრაფად დაათვალიეროთ ფოტოები, მოხერხებულად გაადიდოთ ეკრანზე გამოსახულება და აარჩიოთ საყვარელი “ემოჯი”. გარდა ამ არაჩვეულებრივი სიახლისა, MacBook Pro კიდევ უფრო მსუბუქია და დახვეწილი, შეცვლილია კლავიატურის დიზაინიც, ის მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებს.

BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=wJdeVtnUxuk

კაცობრიობის დამწერლობის ისტორია გამოქვაბულების კედლებიდან იღებს სათავეს და ნელ–ნელა დროთა განმავლობაში ვითარდება. იყო პერგამენტი, ეტრატი, სხვადასხვა ცხოველის ტყავი, შემდეგ ჩვეულებრივი ფურცელი. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად კი შეიქმნა საბეჭდი მანქანები, ისინიც დროთა განმავლობაში იხვეწებოდა და უმჯობესდებოდა, მაგრამ მალე მათაც გამოუჩნდა შემცვლელი – კომპიუტერი. საწერი საშუალებების განვითარების ეტაპი ამით არ დამთავრებულა, გაჩნდა ლეპტოპები, მათი მწარმოებელი სხვადასხვა ბრენდები და გაჩაღდა სერიოზული კონკურენცია, საქმე უკვე გაცილებით სერიოზულად არის და ახლა საკითხავი სწორედ ისაა, ვინ უფრო მოსახერხებელ პროდუქტს შექმნის. პირველობისთვის ბრძოლაში ბევრი ცნობილი ტექნოლოგიური ბრენდია ჩართული, თუმცა Apple–ს ახალი პროდუქტით თუ ვიმსჯელებთ, ის ამ ეტაპზე უკონკურენტო გამარჯვებულია.

10 მივიწყებული კერძი საქართველოს 10 კუთხიდან – „ბორჯომის“ პროექტი

წაიკითხე ვეფხისტყაოსანი და გაიცანი ამ პოემისთვის შექმნილი ხელოვნების ნიმუშები