არასდროს იცი უკან რა საფრთხე და მოულოდნელობა შეიძლება იმალებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ავტომობილის მართვას ეხება. Volkswagen-მა თავისი უსაფრთხოების სისტემის და პარკინგის სენსორული ფუნქციების რეკლამირებისთვის ახალი პრინტ კამპანია შექმნა. ორიგინალური პოსტერების მომზადებაზე სააგენტო G Marketing-მა იზრუნა და წარმოადგინა იმ დაბრკოლებების ალბათობები, რაც შესაძლოა პარკირების დროს მოულოდნელად გამოჩნდეს.
















