in

SEO-ს ტენდენციები, რომლებიც 2022 წლისთვის გამოგადგებათ

ციფრული კომუნიკაციის წარმართვისას, იმისათვის, რომ თქვენზე უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, უფრო ნაკლები ძალისხმევის სანაცვლოდ, კარგი კონტენტის გარდა, SEO-ს მხარდაჭერაცაა სანაცვლოდ. კარგი SEO-ოპტიმიზაცია საშუალებას გვაძლევს საძიებო სისტემაში მოგებიანი პოზიციის დაკავება ნაკლები სარეკლამო დანახარჯით შევძლოთ. მოცემულობა კი ასეთია – SEO ტენდენციები ხშირად იცვლება და ყურადღებას მუდმივად საჭიროებს. რა ხდება ახლა? როგორია SEO-ს ტენდენციები 2022 წლისთვის? ამ კითხვით meta სააგენტოს გუნდს მივმართეთ.

მარიამ ობოლაშვილი – მეტა სააგენტოს ექაუნთ დირექტორი

SEO ტენდენციები მუდმივად იცვლება, რადგან Google-ის ალგორითმი სწრაფად ვითარდება და შარშანდელმა ტენდენციებმა შესაძლოა წელს არ იმუშაოს. სააგენტოებსა თუ კერძო ბიზნესებს მუდმივად პულსზე ხელი უნდა ედოთ ნებისმიერი ახალი SEO ტრენდების ცვლილებებზე, რათა მძლავრი სტრატეგიები შქმნან საძიებო სისტემებში ტოპ ადგილებზე მოსახვედრად.

მიმდინარე გლობალური მოვლენები, ტენდენციები და ძიების მეთოდები, რასაკვირველია გავლენას ახდენენ ყველაზე პოპულარულ საძიებო ქივორდების სტატისტიკაზე.

2022 წლის მთავარი საკვანძო სიტყვების ძიება მოიცავს ხმოვან ძიებასთან დაკავშირებულ თემებს, რადგან დღესდღეობით Voice Search ძალიან აქტურალურია და საზოგადოება ხშირად ეძებს ისეთ ქივორდებს როგორიცაა : „როგორ მუშაობს ეს“, „რა არის მისი უპირატესობა“და „როგორ გამოვიყენოთ იგი“.

2022 წელს, ყველაზე ხშირად ეძებდნენ ჯანმრთელობასთან და ფიტნესთან დაკავშირებულ საკვანძო სიტყვებს (keywords). ეს არის ისეთი სფეროები, რომელიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ამიტომ სავარაუდოა, რომ ეს სიტყვები დარჩება მთელი წლის განმავლობაში აქტუალური. სხვა პოპულარული საკვანძო სიტყვები მოიცავ „მოგზაურობას“, „მოდას“ „ხელოვნურ ინტელექტს“, „ბლოკჩეინ ტექნოლოგიას“ და ისეთ სფეროებს, რომელიც სწრაფად იზრდება და სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. საძიებო სისტემებმა შეიძლება შეცვალონ თავიანთი ალგორითმები, რათა უკეთ აისახოს ამ თემებთან დაკავშირებული ვებსაიტები რეიტინგში.

ლიზი კირცხაია – მეტა სააგენტოს ედვერთაიზინგის ხელმძღვანელი.

ახლა კი გადავიდეთ ტენდენციებზე, რომლებიც დომინირებს 2022 წელს:

1. 2022 წელს უმნიშვნელოვანესია, რომ Core Web Vitals (რენქინგის სამი ფაქტორი, რომელსაც გუგლი იყენებს იმისთვის, რომ დაადგინოს მთლიანი გამოცდილება მომხმარებლის ვებსაიტზე) ბიზნესებს მაქსიმალურად დახვეწილი ჰქონდეთ.

    • Core Web Vitals შედგება სიჩქარისა და ინტერაქციის სამი საზომისაგან: LCP, FID და CLS. LCP აღნიშნავს იმ დროს, რაც სჭირდება ვებ-გვერდზე ყველაზე დიდი კონტენტის ჩატვირთვას,  FID ზომავს რამდენი ხანი სჭირდება საიტს, რომ უპასუხოს მომხმარებლის პირველ ინტერაქციას, დაკლიკვას, თითოეულ ღილაკზე. CLS ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ ვებსაიტის შექმნის შემდეგ, რამდენჯერ შეიცვალა Layout (განყოფილბები, სექცია) საიტზე.

სწორედ ამ სამი ფაქტორის (Core Web Vitals) – ის გაუმჯობესება ვებსაიტზე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს  საძიებო სისტემაში თქვენი ვებ-გვერდის პერფომანსზე.

2. EAT პრინციპი: E – expertise (გვერდის კომპეტენტურობა); A – authoritativeness  (გვერდის ავთენტურობა); T – trustworthiness (სანდოობა) – რაც უფრო ვითარდება Search ალგორითმი, მით უფრო მნიშვნელობა ენიჭება კონტენტის ხარიხს. Google იყენებს სწორედ ამ EAT პრინციპს, რითიც განსაზღვრავს ვებ-გვერდი აწვდის თუ არა მომხმარებელს ხარისხიან ინფორმაციას და მოახვედროს თუ არა საძიებო სისტემის სათავეში.

2022 წელსაც, ეს მიმართულება SEO-ში განსაკუთრებით მნიშვენლოვანია და რომ გაუმჯობესდეს ეს მიმართულებები, ვებგვერდზე დაცული უნდა იყოს შემდეგი გაიდლაინები:

  • შეიქმნას უნიკალური კონტენტი ვებზე, რომელსაც მომხმარებლები ეძებენ
  • მიეთითოს წყაროები სხვადასხვა საკითხებს
  • დაემატოს ავტორის BIO (აღწერა და გამოცდილება) ვებზე.
  • მაქსიმალურად ეცადეთ თავი აირიდოთ ავტომატურად გენერირებულ კონტენტს, ვებზე ნაკლებად განათავსეთ რეკლამები, გადალინკული საიტები, რომლებიც აშკარად პროდუქტის გაყიდვისკენ მოუწოდებს მკითხველს.

3. People Also Ask – საძიებო სისტემაში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფუქცია, რასაც ადამიანები იყენებენ არის “People Also Ask”. სერჩის ნახევარი, სწორედ ამ კითხვებს ეფუძნება.

იმისათვის, რომ საძიებო სისტემაში მაღალ პოზიციაზე მოხვდე, ვებგვერდზე განთავსებულ კონტენტში, ამ კითხვებზე ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ მომხმარებელს. შესაძლებელია გამოიყენოთ ქივორდების საძიებო სხვადასხვა თული, რითაც გაიგებთ ყველაზე ტრენდულ ქივორდებს, რომლებსაც მკითხვებელი ეძებენ თქვენს ბიზნესთან დაკავშირებით და შემდგომ მათი გამოყენებით შექმნათ კონტენტი ვებგვედზე. კარგი იქნება ცალკე არსებობდეს თქვენს ვებ-გვერდზე სექცია, სადაც იქნება FAQ შექმნილი და იქ უპასუხებთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს. ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ დაცული იყოს H1s, H2s, H3s – სათაურის, ქვესათაურისა და მთლიანი ტექსტის დაწერა ბოლდითა და ფონტის ზომის ცვლილებით.

4. High Quality Backlinks – მაღალი ხარისხის ბექლინკების განთავსება ისევ დომინირებს SEO 2022 წლის ტრენდებში და ვფიქრობთ მომდევნო პერიოდებშიც არ დაკარგავს აქტუალობას. ხარისხიანი ბექლინკების განავსება ძალიან დიდ როლს თამაშობს იმაში, თუ რამდენად სწრაფად და მაღლა მოხვდები საძიებო სისტემის სათავეში. ყველა ბექლინკი არ არის ერთნაირი ხარისხის და ყოველ წელს უფრო და უფრო აქტუალურია უფრო ხარისხიანი ბექლინკების განავსება, ვიდრე რაოდენობრივად ბევრის და ნაკლებად ხარისხიანის.

5. Video – 2022 წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რომ SEO სტრატეგია მოიცავდეს ვიდეო კონტენტსაც, Forbes-ის წყაროში მოხსენიებულია, რომ 2022 წლის ინტერნეტ ტრაფიკიდან 82% მოდის სწორედ ვიდეოზე, რადგან ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია ვიდეოს ყურება სხვადასხვა სტატიის წაკითხვას.

ვიდეოს განთავსება ვებგვერდზე ზრდის კონვერსიასაც, რადგან მომხმარებელი, ვიდეო კონტენტის დანახვისას, უფრო მეტად აკლიკავს თქვენს ლენდინგს საძიებო სისტემაში. ამასთან ერთად კი, უფრო მეტ დროსაც ატარებს ვიდეოს ყურებისას თქვენს საიტზე.

შედეგად, უფრო მეტი ადამიანი აკლიკავს საძიებო სისტემაში თქვენს ვებგვერდს, გადმოდის თქვენთან, ჩერდება დიდი ხანი საიტზე, მცირდება ბაუნს რეითი და თქვენი რენქი უფრო მაღლა იწევს საძიებო სისტემაში.

6. Long Form Content – ხარისხიანი კონტენტი უფრო კარგად „ირანკება“ საძიებო სისტემებში, თუმცა კონტენტის მოცულობაც მნიშვნელოვანია და უკეთესად ხვდება საძიებო სისტემის სათავეში, რადგან მოიცავს ისეთ ძირითად საკიხებს რასაც Google- უპიტარესობას ანიჭებს: ანალიზი, კვლევა, წყაროების მითითება და ა.შ.

7. Schema Markup – სქემა მარკაპი არის კოდი, რომელიც განთავსებულია ვებსაიტზე და ეხმარება საძიებო სისტემებს იმაში, რომ უკეთესად გაიგონ რის შესახებ არის ეს გვერდები. Google- იყენებს ამ მარქაფებს, რათა შექმნას Snippet – (კონკრეტული ძებნის შედეგი, რომელიც არის გაჰაილათერებული ვებგვერდზე). სქემა მარქაფის გამართვა 2022 წელსაც აქტუალურია და დაგეხმარებათ საძიებო სისტემებში მაღალ პოზიციებზე რენქინგში. ჩვენ გირჩევთ, რომ გამოიყენოთ Google Markup Helper, რითაც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი პოზიციები საძიებო სისტემაში.

ოკეანის დასაცავად, მოდის ინდუსტრიაში მტაცებელი თევზის ტყავს იყენებენ

როგორ უნდა დაეხმარონ დამსაქმებლები Gen Z თანამშრომლებს?