in

რჩევები SEO ქოფირაითინგისთვის, 2023 წელს

დამკვეთებთან მარკეტინგული თანამშრომლობის ძირითადი ნაწილი მათთვის კონტენტის გენერირებაა, რათა უკეთესი პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა შეძლოთ და დაეხმაროთ მათ უფრო სწრაფად ზრდაში. ორგანული ძებნა მთავარი იარაღია, რადგან ძიება უფრო მეტ ბიძგს იძლევა შესყიდვისას, ვიდრე სხვა არხები.

2023 წელსაც, კონტენტის ოპტიმიზება სამიზნე აუდიტორიის შესაბამისად უნდა შეძლოთ და არა საძიებო სისტემების. საძიებო სისტემები არის უბრალოდ სხვა მომხმარებლების ოპტიმიზებული გამოცდილება (UX) საძიებო სისტემის მომხმარებლებისთვის, რათა გამოიკვლიონ პრობლემები, აღმოაჩინონ კომპანიები და იპოვონ მათი პრობლემების გადაწყვეტა.

როგორ გავაუმჯობესოთ კონტენტი ორგანულ ძიებაზე მოსარგებად? ეს რჩევები SEO კონტენტის დასაწერად გამოგადგებათ.

მიზნობრივი საკვანძო სიტყვები – ზოგჯერ, თქვენს დამკვეთებს სპეციფიკური დასახელების პროდუქტები აქვთ, ისეთი, რაც მის დანიშნულებასთან პირდაპირ კავშირში შეიძლება არ იყოს. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია გესმოდეთ საძიებო სისტემის სწორად გამოყენების საჭიროება, რათა მომხმარებლისთვის რელევანტური და რეიტინგული კონტენტი შექმნათ.

აქტიურად ეძებეთ, რა კითხვებს სვამენ ადამიანები? არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდი ხნის წინ დაისვა ეს კითხვა. ადამიანებისთვის ერთი და იგივე საკითხი ხშირად არის აქტუალური, დროის მიღმა. მუდმივად ეძიეთ, როგორ იცვლება საძიებო სისტემისთვის დასმული კითხვები, დროთა განმავლობაში.

შექმენით რუკა, ყველაზე მეტად რას ეძებენ საძიებო სისტემაში – საკვანძო სიტყვების კვლევისას, ბუნებრივია, თუკი მომხმარებლების ჩანაწერების საპასუხოდ, რელევანტური კონტენტის შექმნა გსურთ, რომელიც ადამიანების საჭიროებებს უპასუხებს და მათთვის სასარგებლო იქნება. ამ გზით, გაყიდვების გაზრდას შეძლებთ.

კარგად გადახედეთ კონკურენტების კონტენტს – კონკურენციის გადააზრება უმნიშვნელოვანესია. კონტენტის შექმნისას, არამხოლოდ მომხმარებლის საჭიროებები უნდა გაითვალისწინოთ, შეთავაზოთ უკეთ ორგანიზებული და გამოკვლეული გამოსავალი, არამედ ეს კონკურენტებზე უკეთ უნდა გააკეთოთ.

შეაგროვეთ ორიგინალი მონაცემები – ამონაცემებისა და შემთხვევების შესწავლით უფრო მიმზიდველ, სანდო და აქტიურად გავრცელებად კონტენტს შექმნით.

სათაურებისა ოპტიმიზაცია – ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სათაურებისა და მეტა აღწერილობების ოპტიმიზაციაზე იმდენი დრო უნდა დახარჯოთ, რამდენსაც სტატიის საფუძვლიანად წერას უთმობთ. სათაურები არის დამაკავშირებელი, რომელიც იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას. მეტა აღწერილობები კი ცნობისმოყვარეობას იწვევს და არის შესაძლებლობა, უბიძგოს მომხმარებლებს დააწკაპუნონ თქვენს ბმულზე.

შექმენით ორგანიზებული, ადვილად წასაკითხი კონტენტი – წაკითხვამდე, თქვენი გვერდის ვიზიტორები მას თვალს გადაავლენენ. სანამ ისინი დაათვალიერებენ, მნიშვნელოვანია მიიპყროთ ყურადღება ეფექტური ვიზუალით, სათაურებით, ქვესათაურებით, პუნქტებითა და სქელი თუ დახრილი სიტყვების ეფექტური გამოყენებით. ასევე, სარჩევის დამატება ნახტომებით დამაგრებულ თემებზე ეფექტური ტაქტიკაა.

დაურთეთ ვიზუალი – სურათები არ იპყრობს მხოლოდ თვალს, ისინი ასევე ტექსტის გააზრებასა და წარმოსახვაში ეხმარება მკითხველს. ამავდროულად, მათ ჩართულობას მნიშვნელოვნად ზრდის. არ დაგავიწყდეთ ალტერნატიული ტექსტის დამატება, ვიზუალთან ერთად, რათა საძიებო სისტემამაც შეძლოს სურათების ინდექსირება.

ჩართეთ Call-to-Action (CTA) პრინციპი – ასეთი კონტენტი ქმედებისკენ მოუწოდებს მკითხველს, აწვდის ლოგიკურ შემდეგ ნაბიჯს, რომლის გადადგმაც გსურთ. სხვა შემთხვევაში, ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ლიდების მართვისას.

შეინარჩუნეთ დამაკავშირებელი სტრუქტურა – შიდა ბმულები გადამწყვეტია როგორც საძიებო სისტემებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. ეს უზრუნველყოფს მკითხველებისთვის საინტერესო ბმულების მიმაგრებას კონტენტის გაცნობისას ან პროდუქტის ყიდვისას. ეს საშუალებას საძიებო სისტემებს საშუალება აძლევს უკეთ გაიგონ თქვენი საიტის სტრუქტურა და ურთიერთობა კონტენტის ცალკეულ ნაწილებს შორის.

 

წყარო: martech.zone

კლინიკა „მედი“ გრანდიოზულ სიახლეებს აანონსებს

ემპათიურ ადამიანებს უკეთ ესმით ცხოველების — კვლევა