კონტენტის შექმნის პროცესი არ მთავრდება მაშინ, როცა თქვენი პოსტი საიტზე ქვეყნდება. ამ პროცესის შემდეგ, ოპტიმიზაციისთვის საჭირო რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგათ.
თუ თქვენ, ბლოგპოსტის შექმნისთვის, დროსა და ძალისხმევას ხარჯავთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ეს ფუჭად არ ჩაივლის და ინტერნეტ სივრცეში არ დაიკარგება.
იმისთვის, რომ თქვენი ბლოგპოსტებიდან საუკეთესო შედეგები მიიღოთ და კარგი SEO გქონდეთ, ოპტიმიზაციაზე ძალისხმევა არ უნდა დაიშუროთ. თქვენს პოსტს რეგულარულად უნდა დააკვირდეთ და დარწმუნდეთ, რომ მუშაობს ისე, როგორც მოსალოდნელი იყო.
თქვენი პოსტების ოპტიმიზაციისთვის, გამოცდილ გზებს გთავაზობთ:
გამოქვეყნების შემდეგ, მნიშვნელოვანია: შიდა ბმულების არსებობა, ინდექსები და კონტენტის სიგრძე
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, პირველი დღეები ძალიან მნიშვნელოვანია. Google-ის ალგორითმზე პირველი დიდი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოთ, რათა დარწმუნდეთ რომ თქვენს სტატიას კითხულობენ.
მოითხოვეთ ინდექსაცია Google Search Console-ში
როგორც წესი, Google სტატიის ინდექსირებას, ანუ მის დამატებას Google-ის გვერდებზე, თქვენი მოთხოვნის გარეშე აკეთებს. თუმცა, თუ მისი ინდექსირება, რაც შეიძლება სწრაფად გსურთ და გინდათ, რომ თქვენი ფული დაუყოვნებლივ მიიღოთ, Google-ს ამ მიმართულებით ბიძგი უნდა მისცეთ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენს გვერდს საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის დროს არ აქვს კარგი შედეგები, Google-ის ბოტები ყურადღებას არ მიაქცევენ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მათ გააგებინებთ, რომ თქვენ ხარისხიანი კონტენტი გამოაქვეყნეთ.
შეგიძლიათ Google Search Console-ში შეხვიდეთ და თქვენი URL შეიყვანოთ.
თუ ამას, გვერდის გამოქვეყნების შემდეგ, გააკეთებთ, გვერდის ინდექსაცია არ მოხდება. ჯერ დაადასტურეთ, რომ ახალი URL შეიყვანეთ და შემდეგ, ინდექსირება მოითხოვეთ.
შეამოწმეთ და დაამატეთ შიდა ბმულები
შიდა ბმულები თქვენს საიტს Google ბოტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. მათ ბმულის გადაცემასა და მიღებაში შეუძლიათ დაგეხმარონ. მომავალში კი, თქვენი საიტის სიძლიერე, ხილვადობა და ხარისხი გაიზრდება.
იპოვეთ სწორი ტექსტი შიდა ბმულებისთვის
დარწმუნდით, რომ თქვენი საიტის ორი URL-ისთვის იდენტურ ტექსტს არ იყენებთ. თქვენი გვერდი უნდა მოიცავდეს ისეთ საკვანძო სიტყვებს, რომლებიც Google-ის საძიებო სისტემების პირველივე გვერდებზე ჩანს. უნდა შეარჩიოთ მომხმარებელზე ორიენტირებული და ყოვლისმომცველი წამყვანი ტექსტი. ტექსტი, რომელიც, თავის მხრივ, აღწერს თუ რას ეხება თქვენი გვერდი.
შეამოწმეთ კონტენტის სიგრძე
დარწმუნდით, რომ თქვენი კონტენტი Google-ისა და მკითხველისთვის სწორი მოცულობისაა. ამის შესამოწმებლად, ონლაინ ინსტრუმენტებსაც იყენებენ. თუმცა, რეკომენდირებულია მინიმუმ 300 სიტყვის გამოყენება. უმეტეს შემთხვევაში კი, რაც უფრო გრძელია შინაარსი, მით უკეთესი.
გამოქვეყნების შემდეგ, გააკეთეთ თქვენი საიტის ოპტიმიზაცია
კონტენტის გამოქვეყნებით, საქმე არ სრულდება. მნიშვნელოვანია, პოსტის ოპტიმიზაცია ისე, რომ Google-ის პირველ გვერდებზე გამოჩნდეს. ამის გაკეთებისას, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი დრო, მუშაობა და ძალისხმევა სასურველ შედეგს გამოიღებს.
მართალია, ამ პროცესს დრო სჭირდება, თუმცა, ახლა გაკეთებული, რამდენიმე მცირე ცვლილებით Google-ის საძიებო სისტემებზე დიდ გავლენას მოახდენთ.
წყარო: inc.












