2023 წელს, SEO კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. ამიტომ, კარგად უნდა ადევნოთ თვალყური თქვენს SEO-ს ძირითადი შესრულების ინდიკატორებს (KPI) უფრო ხშირად, რათა თქვენს ორგანულ შედეგებში დადებითი ან უარყოფითი ტენდენციები დაადგინოთ. ამავდროულად, სჯობს არ ინერვიულოთ საძიებო რეიტინგში ყველა ცვლილებაზე, რადგან ეს მუდმივი პროცესია. ერთი მაჩვენებლის კლება შეიძლება სწრაფად აღდგეს ერთი თვის შემდეგ, Google-ის ალგორითმის ხშირი შესწორების გამო.
ამის ნაცვლად, იქონიეთ საკუთარი SEO სტრატეგია, რომელიც რაც შეიძლება მეტი სასარგებლო და ორიგინალური კონტენტის წარმოებაზე იქნება მომართული. ტერმინი „ხარისხიანი კონტენტი“ სუბიექტურია. Google არ იძლევა მკაფიო განმარტებას თავის სახელმძღვანელოში. ეხება თუ არა „ხარისხი“ კარგად წერას, გვერდის კონტენტის სიღრმეს, გვერდის დიზაინს ან სხვა ფაქტორებს?
თუ თქვენ შექმნით შესაბამის, ორიგინალურ კონტენტს, რომელიც პასუხობს მაძიებლების კითხვებს და მათ საჭიროებებს, საქმე კარგად წავა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტმა კომპანიებმა შეიძლება შესთავაზონ თქვენი მსგავსი პროდუქტები და სერვისები, მაინც შეგიძლიათ შექმნათ ისეთი კონტენტი, რომელიც გვთავაზობს ახალ ხედვას, რის გაზიარებაც მხოლოდ თქვენს ბრენდს შეუძლია.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ვებგვერდი შეიძლება დაზარალდეს, Google-ის ალგორითმის განახლებებისას. ეს, სავარაუდოდ, მაშინ ხდება, როდესაც ვებგვერდები Google-ის მითითებებთან არ თანხვდება. SEO-ს რეიტინგი შეიძლება დაეცეს მაშინაც კი, როდესაც წესებს იცავთ. სამწუხაროდ, ვებგვერდები კარგავენ Google-ის მხარდაჭერას მაშინაც, თუ ისინი განზრახ არ არღვევენ რომელიმე წესს. არავინ იცის ზუსტი კრიტერიუმი, რომელსაც Google ანიჭებს რეიტინგის თითოეულ ფაქტორს, HTML სათაურებით დაწყებული, გამოსახულების ოპტიმიზაციით დამთავრებული.
რეიტინგის გაზრდა შეგიძლიათ Google-ის მიერ დეკემბერში უწყვეტი გადახვევის დანერგვის შედეგადაც. დესკტოპის მომხმარებლებს აშშ-ში უკვე შეუძლიათ წაიკითხონ ძიების ექვსამდე „გვერდი“, სანამ მაძიებელი მომდევნო გადავა. Google-მა ეს ფუნქცია მობილურ მოწყობილობებზე ძიებისთვისაც დაამატა, 2021 წელს.
როგორ შევინარჩუნოთ SEO ეფექტურობა?
გადახედეთ თქვენ SEO-ს KPI-ს
რეიტინგები და ორგანული საძიებო ტრაფიკის მონაცემები შედარებითია. განიხილეთ მნიშვნელოვანი მეტრიკა, როგორიცაა პოტენციალი, გაყიდვები და ჩამოტვირთვები, როგორც შესრულების ძირითადი ინდიკატორები.
თუ ყურადღებით ეკიდებით კონკურენციას, გადახედეთ ინდუსტრიის კონტენტ ლანდშაფტს. შეიძლება გაგიჩნდეთ ცდუნება შეაფასოთ მხოლოდ ცნობილი ბიზნეს კონკურენტები. მაგრამ იფიქრეთ თქვენს მსგავს კონკურენტებზეც.
ასევე, ნებისმიერი ვებგვერდი, რომელსაც თქვენს საიტზე უკეთესი რეიტინგის აქვს, შეიძლება იყოს ციფრული მარკეტინგის კონკურენტი. შეისწავლეთ ნებისმიერი ვებგვერდის კონტენტი, რომელიც უფრო მაღალ ადგილს იკავებს SERP-ებში.
თვალყური ადევნეთ თქვენს აქტიურობას SERP-ში
ყურადღება მიაქციეთ SERP-ის ცვლილებას. ისინი თვალსაჩინოდ არ იცვლებიან თქვენ თვალწინ, მაგრამ ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან საკვანძო სიტყვებში.
ბექლინკების მნიშვნელობა შეიძლება შემცირდეს
რეფერალური ტრაფიკისთვის ეს მნიშვნელოვანია, თუმცა ბექლინკის გავლენა Google-ის ალგორითმზე შეიძლება შეიცვალოს. Google-მა შეიძლება შეამციროს მისი როლი, მაგრამ რეფერალური ტრაფიკი მაინც ღირებულია. არასოდეს იცით, როგორ აღმოაჩენს თქვენს მომდევნო მომხმარებელს ვებგვერდი.
აკონტროლეთ გვერდის ჩატვირთვის სიჩქარე
თქვენ არ უნდა უგულებელყოთ გვერდის დატვირთვის სიჩქარე, როგორც SEO ფაქტორი. Google-ს სურს, რომ მაძიებლებმა რაც შეიძლება სწრაფად იპოვონ, რაც სჭირდებათ. გააუმჯობესეთ თქვენი ვებგვერდის გვერდის ჩამოტვირთვის დრო, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების უზრუნველსაყოფად.
გვერდების სათაურები კვლავაც აქტუალურია
კონტენტ მარკეტერებს შეუძლიათ შექმნან უფრო მიმზიდველი გვერდების სათაურები, რომლებიც საკვანძო სიტყვებს მოიცავს.
ზოგი სპეციალისტის თქმით, გვერდის სათაური არ უნდა აღემატებოდეს 60 სიმბოლოს. თუმცა, სიმბოლოების დათვლის ეს შეფასება ეფუძნება ძიების შედეგებში სათაურის სრულად გამოჩენას და ეს შეზღუდვა Google-ს არ უკავშირდება.
გამოცადეთ ახალი ხელსაწყოები
ალბათ გსმენიათ ისეთი პოპულარული პლატფორმების შესახებ, როგორიცაა Ahrefs, BrightEdge, Conductor, Moz და Semrush.
Suggest Machine – ეს უფასო სერვისი უზრუნველყოფს გრძელ საკვანძო სიტყვებს. შეგიძლიათ სწრაფად აღმოაჩინოთ ფრაზები, რომლებზეც არ გიფიქრიათ. ეს საშუალებას გაძლევთ შეიყვანოთ 10-მდე საკვანძო სიტყვა ან თემა და აირჩიოთ სასურველი ენა და ქვეყანა, სანამ დააგენერირებთ წინადადებებსა და პოტენციურ საძიებო კითხვებს.
ნუ უგულებელყოფთ ბრენდირებულ საკვანძო ფრაზებს, რადგან კომპანიის ან პროდუქტის სახელით, როგორც საკვანძო სიტყვით, თქვენი ბრენდი შეიძლება არ დომინირებდეს ტოპ შედეგებში.
Also Asked – საშუალებას გაძლევთ, გაიგოს, რის გარშემო ეძებს აუდიტორია ინფორმაციას. შესაძლოა, ზუსტად თქვენთვის საინტერესო თემასთან კავშირში არ იყოს, თუმცა თქვენს თემასთან დაკავშირებაში მაინც დაგეხმარებათ.
Keyword-o-Matic – ქივორდების ეს უფასო ინსტრუმენტი თქვენთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებული სიტყვების გენერირებაში გეხმარებათ.
წყარო: contentmarketinginstitute