in

SEO მოკვდა? რეალური მიმოხილვა ინტერნეტპანიკის წინააღმდეგ!

2025 წელს დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი იმაზე, რომ თითქოს ხელოვნურმა ინტელექტმა და სოციალურმა მედიამ SEO გაანადგურა. თუმცა ერთია ის პანიკა, რაც უბრალოდ ხალხში ტრიალებს და მეორეა რეალური მონაცემები, რომლებიც გვეუბნება, რომ SEO კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ფართო აუდიტორიის წინაშე წარსადგენად. ის ასევე დიდ როლს ასრულებს იმ პასუხების ჩამოყალიბებაში, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის ასისტენტები აძლევენ თავიანთ მზარდ მომხმარებელთა ბაზას. ამიტომ ის აზრი, რომ თითქოს AI და SEO ვერ დამეგობრდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

რატომ ჩათვალა ხალხმა, რომ სეოოპტიმიზაცია აღარ მუშაობს?

ძიების შედეგებში პირველი გვერდის პირველივე ადგილზე ბოლო პერიოდში სულ AI მიმოხილვაა, რის გამოც ვებსაიტზე გადასვლის სიხშირემ იკლო. იმედგაცრუებაც ამან გამოიწვია. ადამიანები ეძებენ, მაგრამ აღარ აწკაპუნებენ საიტის ბმულებზე, Google ახლა თქვენს კითხვებს პირდაპირ ძიების გვერდზე პასუხობს ხელოვნური ინტელექტის მიმოხილვების მეშვეობით. თავად სტატისტიკაც გვიჩვენებს, რომ ძიებიდან ვებსაიტზე გადასვლის საშუალო ტრაფიკი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 21%-ით შემცირდა.

შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ადამიანები და, განსაკუთრებით, სეოს სპეციალისტები აღელდნენ. ისინი ამ ფაქტს ასე აფასებენ: „Google ადრე ბიბლიოთეკარი იყო, რომელიც სწორ წიგნზე მიგითითებდათ. ახლა ის ბიბლიოთეკარი გახდა, რომელიც პირდაპირ გეუბნებათ პასუხს, ამიტომ აღარ დაგჭირდებათ წიგნის წაკითხვა”.

ახალგაზრდები Google-ის ნაცვლად TikTok-ს იყენებენ

არსებობს კიდევ ამგვარი მონაცემებიც. ზეტ თაობა ისე არ ეძებს, როგორც თქვენ გგონიათ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ Google-ისთვის ოპტიმიზაციას ახდენთ, Z თაობის 45% ეძებს TikTok-ზე, Instagram-სა და სხვა სოციალურ პლატფორმებზე. მეტსაც გეტყვით, მილენიალების 35%-მაც კი შეიტანა თავის ქცევაში ეს ცვლილება.

მოხერხებულობა და უპირატესობა

მათ სურთ ვიდეოების ყურება და არა სტატიების კითხვა. TikTok-ის 60-წამიანი მიმოხილვა დღეს ყოველთვის აჯობებს 1500-სიტყვიან ბლოგპოსტს. ამ თაობის მომხმარებლები ბრენდებზე მეტად რეალურ ადამიანებს ენდობიან. ვინმეს სამზარეულოდან გადაღებულ ავთენტურ კონტენტს შეიძლება მეტი გამოხმაურება ჰქონდეს, ვიდრე დახვეწილ და მარკეტინგულად დავარცხნილ ტექსტს. 

ეს იმის ბრალია, რომ ამ დროში ადამიანები მოკლე, ვიზუალურ ინფორმაციას ანიჭებენ უპირატესობას.

ნებისმიერს შეუძლია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კონტენტის შექმნა

დღესდღეობით კონტენტის 74% გენერაციული ხელოვნური ინტელექტით იქმნება. ის კონკურენტული უპირატესობა, რომელიც წლების განმავლობაში კონტენტით მოიპოვეთ, თითქმის ერთ ღამეში გაქრა. თქვენს კონკურენტს, რომელსაც არასდროს დაუწერია ბლოგპოსტი, ახლა შეუძლია, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სტატიები და ბლოგპოსტები აქვეყნოს და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ისინი მაინც ახერხებენ, თქვენი საკვანძო სიტყვების მიხედვით რეიტინგის შენარჩუნებას. ხელოვნური ინტელექტის კონტენტის დეტექტორით გაანალიზებულ 100 ათასი საკვანძო სიტყვის მქონე ტოპ 20 რეიტინგის მქონე გვერდზე აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 13.5% იყო წმინდა ადამიანური ტექსტი, დანარჩენი AI-ა.

თუმცა SEO ჯერ არ მომკვდარა

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფოკუსირებულია ცვლილებებზე, Google ყოველდღიურად კვლავ ამუშავებს მილიარდობით ძიებას, ხოლო ხელოვნური ინტელექტის ასისტენტები დამოკიდებულია იმ ვებკონტენტზე, რომლის შექმნასა და ოპტიმიზაციაშიც SEO გვეხმარება. Google კვლავ აკონტროლებს მსოფლიო მასშტაბით ყველა ძიების თითქმის 90%-ს.

ხელოვნურ ინტელექტი თავადაც მაძიებელია

ხელოვნური ინტელექტი არ ქმნის ორიგინალურ ინფორმაციას. ის პოულობს და ხელახლა ამუშავებს არსებულ კონტენტს, რომლის დიდი ნაწილიც Google-ის ძიების შედეგებიდან მოდის.

SEO კვლავ შესანიშნავ შედეგებს იძლევა

წლების წინ შემუშავებული კონტენტიც კი იძლევა კარგ შედეგებს დღევანდელ ძიებაში. თუმცა, როგორც SEO ვითარდება, თქვენი სტრატეგიაც ასევე უნდა განვითარდეს. ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი ის უნდა იყოს, რომ მხოლოდ რეიტინგისთვის კი არ შექმნათ კონტენტი, არამედ ხელოვნური ინტელექტის სისტემებმა რომ ადვილად აღმოაჩინოს და თქვენი სფეროს ექსპერტად წარმოგაჩინოთ, ისეთი ღირებული კონტენტი უნდა განათავსოთ. ეს ნიშნავს თქვენს ნიშაში ექსპერტული ტექსტების გამოქვეყნებას, რაც მეტ ხილვადობას მოგცემთ და იმოქმედებს მომხმარებლის გადაწყვეტილებებზე.

მაშინ, როცა სხვები SEO-ზე უარს ამბობენ ან მოძველებულ ხრიკებს იყენებენ, თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ ხილვადობა ყველა პლატფორმაზე, რომელსაც ადამიანები იყენებენ საძიებლად:

  • შექმენით ბრენდი, რომელსაც ადამიანები ენდობიან და აღიარებენ;
  • კარგი კონტენტი, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეგამჩნიოთ;
  • გამოჩნდით იქ, სადაც თქვენი აუდიტორია რეალურად ეძებს (და ეს აღარ არის მხოლოდ Google).

Microsoft-ის ახალ ლეპტოპზე სმურფები დასახლდნენ

მესკალის ბოთლში მითური არსება გამოკეტეს — Perro Verde-ს ბრენდინგი