მაშინ, როდესაც საქართველოსთვის SEPA-ში გაწევრიანება ჯერ კიდევ პროცესშია, ქართულ ბაზარზე პეისერა ბანკმა საქართველოს მოქალაქეებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა მისცა ჩაერთონ SEPA-ში (Single Euro Payment Area) და განახორციელონ ევროპასთან ანგარიშსწორება 24/7-ზე სწრაფად და ეფექტურად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე.
პეისერა ბანკი არის ლიეტუვური Fintech კომპანია, რომელიც დაფუძნებულია ინოვაციურ ტექნოლოგიურ ბიზნეს მოდელზე, რაც საშუალებას აძლევს მას, მომხმარებელს სასურველი საბანკო სერვისები გამარტივებული ციფრული გადაწყვეტილებებით მიიღოს. პირველი ლიცენზიებული ციფრული ბანკის სტატუსით, პეისერა უკვე რამდენიმე წელია საქართველოში წარმატებით ოპერირებს და პროცესებს ევრორეგულაციების მკაცრი დაცვით, გამჭვირვალეთ და უსაფრთხოდ წარმართავს.
რა არის SEPA
SEPA ევროპის ერთიანი გადახდების სისტემაა, რომელიც ევროპის ეკონომიკურ არეალში მყისიერი, მარტივი და უსაფრთხო ანგარიშსწორებისთვის შეიქმნა. 41 ევროპული ქვეყანა SEPA-ს წევრია და ქვეყნებს შორის ევროს, ფუნტ-სტერლინგს და სხვა ევროპულ ვალუტებს შორის გადარიცხვებსა და ჩარიცხვებს ბარიერების გარეშე უზრუნველყოფს.
SEPA-ს წევრობა ან სისტემასთან წვდომის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. ასევე მომხმარებლებს, ბიზნესს და საჯარო სექტორს კი, შესაძლებლობას აძლევს, განახორციელონ რამდენიმე ტიპის ტრანზაქცია მარტივად, ეფექტურად და რაც მთავარია, ციფრულად.
როგორ გეხმარება Paysera Bank-ი SEPA-სთან წვდომაში
SEPA-ს სისტემაში ჩარიცხვა/გადარიცხვები ხორციელდება უსაფრთხოდ, ყველაზე იაფად და ეფექტურად, დაახლოებით ისე, როგორც ეს დღეს ლარით გადარიცხვების შემთხვევაში ხდება. პეისერა ბანკი საქართველოს მოქალაქეებს სწორედ ამ პროცესში ჩართულობაში ეხმარება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული IBAN ანგარიშის გახსნაა, რომელიც უფასოდ, დისტანციურად Paysera Super App-ის საშუალებითაა შესაძლებელი. პეისერა ბანკის მომხმარებლებს ავტომატურად ეძლევათ წვდომა ევროპულ შესაძლებლობებზე – საერთაშორისო ჩარიცხვა ან გადარიცხვა, SEPA და SEPA Instant, ვალუტის კონვერტაცია სპეციალური კურსით და სხვა მრავალი ციფრული პროდუქტი უკვე პეისერას მობულურ აპლიკაციაში და ინტერნეტ ბანკშიახელმისაწვდომი.
არსებობს SEPA და SEPA Instant გადარიცხვები. SEPA გადარიცხვები ეწოდება სტანდარტულ გადარიცხვებს ევროში, რა დროსაც 100 000 ლარამდე თანხა მომენტალურად, მაქს. 5 წუთსი ისახება მიმღების ანგარიშზე. ხოლო 100 000 ლარს ზემოთ თანხის ასახვას სულ რაღაც 1 დღე სჭირდება. საკომისიო კი პეისერა ბანკით სარგებლობის შემთხვევაში სულ რაღაც 7 ევროს შეადგენს.
ვის შუძლია ისარგებლოს SEPA და SEPA Instant გადარიცხვებით
SEPA და SEPA Instant გადარიცხვა/ჩარიცხვებით სარგებლობა შეუძლია ყველას – ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვისაც ევროში ანგარიშწორება სჭირდება და პეისერა ბანკში საბანკო ანგარიში აქვს გახსნილი. უფრო კონკრეტულად კი:
მცირე, საშუალო ან მსხვილი ბიზნესები
ევროპული ჩარიცხვა/გადარიცხვებით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბიზნესებს, რომლებიც თანამშრომლობენ ევროპულ პარტნიორებთან, იღებენ ან აგზავნიან ინვოისებს და მუდმივად ახორციელებენ იმპორტ-ექსპორტს.
ემიგრანტები
ოჯახები, რომლებიც დროებით მუშაობენ საზღვარგარეთ და მუდმივად ახორციელებენ გადარიცხვებს ან ჩარიცხვებს ევროში.
სტუდენტები
სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საერთაშორისო ან ევროპულ უნივერსიტეტებში და ცხოვრობენ ევროპაში. პეისერა ბანკი საქართველო მათ შესაძლელობას აძლევს გახსნან ევროპული ანგარიში, განახორციელონ გადარიცხვა ევროში უმცირესი საკომისიოს ხარჯი ან მიიღონ ჩარიცხვები ევროში სრულიად უფასოდ და ეფექტურად. ასევე გადაიხადონ საცხოვრებელი ბინის ან სწავლის გადასახად სწრაფად და მარტივად, პეისერას მობაილ აპლიკაციით ან ინტერნეტ ბანკით.
ფრილანსერები
სხვადასხვა ინდუსტრიის, განსაკუთრებით ციფრულ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები, რომლებიც ხშირად Upwork, Fiverr ან სხვა საერთაშორისო უცხოური პლატფორმების დახმარებით მუშაობენ ევროპულ ბაზარზე და იღებენ ანაზღაურებას ევროში პლატფორმებიდან ანაზღაურების მიღება PayPal-ით არის შესაძლებელი, რასაც თავისი შეზღუდვები აქვს – ხანგრძლივი ტრანზაქციები, მაღალი საკომისიო, ხანდახან ვალუტის კონვერტაციის გადასახადი. სწორედ ამ შეზღუდვებს აბათილებს პეისერა ბანკით წვდომა SEPA და SEPA Instant ჩარიცხვა -გადარიცხვებზე.
ელექტრონული კომერცია
e-commerce ბიზნესისთვის, რომელიც მომხმარებელს ევროპიდან იღებს, გადახდების სისწრაფე, სტაბილურობა და საკომისიოები კრიტიკული ფაქტორებია. ხშირად გამოიყენება PayPal, Stripe ან სხვა პლატფორმები, მაგრამ აქაც არსებობს შეზღუდვები: ბუღალტრული პროცესების სირთულე, მაღალი საკომისიო, შენელებული ტრანზაქციები დღეების განმავლობაში და სხვა, რისთვისაც საუკეტესო პრაქტიკული გადაწყვეტილება პეისერა ბანკით სარგებლობაა.
პეისერა ერთგვარი ხიდია საქართველოსთვის, რომელიც გზას უხსნის უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებს საბანკო სფეროში და ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს განახოციელოს ან მიიღოს SEPA გადარიცხვა/ჩარიცხვები ევროში ყველაზე სწრაფად, მარტივად და ეფექტურად. თუ ჯერ კიდევ არ ხარ პეისერა ბანკის მომხმარებელი გადმოწერე პეისერას აპლიკაცია, გაიარე რეგისტრაცია მარტივად და ისარგებლე ევროპული ციფრული საბანკო პროდუქტებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
[R]












