in

თენგიზ სეფიაშვილის ნამუშევრების გამოფენას – ელეგანტური ფრაგმენტები, რადისონ ბლუ თბილისი მასპინძლობს

27 მარტს, რედისონ ბლუ ივერია თბილისში სეფოს – თენგიზ სეფიაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებელი, მომდევნო  2 თვის განმავლობაში შეძლებს ნამუშევრების დათვალირებას.

BOG
BOG

სეფო- თენგიზ სეფიაშვილი ერთ-ერთი პირველი ხელოვანია საქართველოში, ვინც კინეტიკური ხელოვნებით დაინტერესდა და მასშტაბური ინსტალაციები შექმნა სპეციფიკური სივრცეებისთვის. პარალელურად ის მუდმივად მუშაობს მცირე მასშტაბის სკულპტურებსა და კოლაჟებზე, ფერწერასა და გრაფიკაში, არის  მკაფიო, ფერადოვანი და ექსპრესიული ნამუშევრების ავტორი. 

სეფო თენგიზ სეფიაშვილი ნამუშევარი

სეფოს ფიგურატიული მხატვრობა განავრცობს მის ინტერესს სივრცეში მოქმედების მიმართ და ეს ინტერესი თავიდანვე გამოჩნდა შედარებით ადრეულ პოსტერებში, რომლებშიც კონსტრუქტივისტულ–სუპრემატისტული მხატვრობისთვის სახასიათო გეომეტრიული  ელემენტები აღქმის პროცესში უფრო და უფრო ღრმა მნიშვნელობას   იძენენ. 

მას შეუძლია სივრცისა და ამავდროულად განწყობის შეგრძნება შექმნას ბრტყელ, მხოლოდ ფერით მოდელირებულ ზედაპირებზე. სეფო მარტივი ვიზუალური ფორმულებით მუშაობს, სადაც პოპ-არტის მოტივები უცნაურ, სიურრეალისტურ ხედვებთან ერთიანდება. იგი ხშირად სრულიად ბანალურ კადრს, მაგალითად, კაფეში მჯდომი წყვილის სიტუაციურ მომენტს, გარდაქმნის დასამახსოვრებელ, ემოციურ სურათად. 

სეფო თენგიზ სეფიაშვილი ნამუშევარები

გამოფენაზე წარმოდგენილია ბოლოდროინდელი სერიებიდან შერჩეული ნამუშევრები, სადაც  ერთდროულად არის სირთულე და სიმარტივე, – თითოეულ მათგანში დამოუკიდებელი ისტორიაა, იქნება ეს პირადი ასოციაციით აღმოცენებული კადრი, თუ მოგზაურობის, ან თეატრალური მოტივის ამოუცნობი შინაარსის მომცველი კომპოზიცია. ხშირად აქცენტები დასვენების, გართობის, ეროტიკის, ბუნებასთან ურთიერთობის თემებზეა და გადმოიცემა გროტესკული, ანიმაციური მოდელირებით, სადაც შეფარულად, მაგრამ ყოველთვის არის ეგზისტენციალური ელემენტი სევდის ნოტებით. სეფოს ნამუშევრებში ფოტოგრაფიული ასოციაციები, ვიზუალური რეკლამის ენა, წიგნის გრაფიკის სპეციფიკა და ფენტეზის ელემენტები მკაფიო ინდივიდუალურ ხედვაში ერთიანდება და ამ ხელოვანის სახასიათო ენას ქმნის, რომელიც სტილის სიმკვეთრით არის აღნიშნული და რომლის ელეგანტურობა განპირობებულია  გამორჩეული თავისუფლებითა და გულწრფელობით.

Skillwill-ის განახლებული იდენტობა, რომელზეც Making Science Sweeft-მა იმუშავა

Protected: რას ისწავლი დიზაინის საფუძვლების კურსზე დიზაინის ინსტიტუტში