in

26-27 სექტემბერს ქარვასლაში ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება

ქარვასლა_ხედი2015 წლის 26-27 სექტემბერს მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა ატარებენ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქtების გამოფენა-გაყიდვას – “kar.ge ქართული ქარვასლა”. ღონისძიების სლოგანია – „ქართული & kar.ge“. გამოფენა-გაყიდვა სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში [ც.დადიანის 7] ჩატარდება.

kar.ge ქართული ქარვასლას მიზანია ქართული ბიზნესის მიერ შექმნილი ქართული ხარისხიანი პროდუქტების მომხმარებლისთვის გაცნობა და ამ გზით ქართული ბიზნესის და მათი წარმოებული პროდუქტების პოპულარიზება. ადგილზე მომხმარებელს დახვდება მხოლოდ ხარისხიანი ქართული წარმოების პროდუქტები. ყიდვამდე შესაძლებელი იქნება მათი ადგილზე დაგემოვნებაც. ბევრი იქნება ახალი, მომხმარებლისთვის ჯერ უცნობი პროდუქტი. ყველა წარმოდგენილი პროდუქტი იქნება საუკეთესო ფასში. მომხმარებელი მნიშვნელოვან თანხას დაზოგავს.

2 დღიან ღონისძიებაზე დაგეგმილია ქართული წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია, ჩეკების გათამაშება, ახალი პროდუქტების პრეზენტაციები, მხიარულება, ქართული მუსიკა და დაჯილდოვების ცერემონიები. გამოფენა-გაყიდვამდე ერთი თვით ადრე დაიწყება კომუნიკაციის კამპანია, რომლის ფარგლებში ჩატარდება კონკურსი ბლოგერთათვის.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ქართულ ბიზნეს კომპანიას, რომელიც საქართველოში ხარისხიან პროდუქტს აწარმოებს.

Mery – JWT Metro-ს მთავარმა პროდიუსერმა მერი გიორგობიანს სიმღერა და ვიდეო მიუძღვნა

Taxboard – ახალი პროდუქტი ქართულ ბაზარზე