კომპანია Starmark, რომელიც ავტომობილების ბაზარზე მომხმარებელს მეორად მანქანებს სთავაზობს, ამტკიცებს, რომ მისი განახლების სერვისი უნაკლოა და ამის დასამტკიცებლად ძალიან უცნაური, მაგრამ ნამდვილად ეფექტური ექსპერიმენტი ჩაატარა. არავინ იცის, რა სიტუაციები აქვს გამოვლილი მეორად ავტომობილებს. თუმცა, იმის გაფიქრებაც კი, რომ ვიღაცას თქვენს მანქანაში მანამდე შესაძლოა სექსუალური ურთიერთობები ჰქონდა, ნამდვილად არასასიამოვნოა. Starmark–მა ექსპერიმენტისთვის სამ ავტომობილში სხვადასხვა, არაორდინალური სიტუაციები შექმნა – ნამდვილი როკ-კონცერტი, სექსი და კრევეტების მთელი ზღვა.
სამივე მდგომარეობა იმდენად სერიოზულია, რომ ერთი შეხედვით მათი კვალის სამუდამოდ გაქრობა ცოტა რთული ჩანს. მიუხედავად ამისა, ბრენმდა თავისი პროცედურები სამივე ავტომობილს ჩაუტარა და შემოწმება საუკეთესო ექსპერტ-კრიმინალისტს მიანდო. ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, ექსპერტმა ალაგ-ალაგ გარკევულ ანაბეჭდებსა თუ მტკიცებულებებს მიაგნო, მაგრამ მანაც კი ვერ შეძლო იმ სიტუაციების დახატვა, რომლებიც რეალურად მოხდა ავტომობილებში.
ძალიან ეფექტურმა და თვალსაჩინო ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ Starmark–ის სერვისი ნამდვილად არაჩვეულებრივია.












