24
Aug
2018

არასდროს შეადარო სხვებს! – სერენა უილიამსი Chase-ის ვიდეორგოლში 

24 Aug 2018

Elit Electronics
Elit Electronics


სერენა უილიამსი მთელი თავისი სპორტული კარიერით ამტკიცებს, რომ ის, უბრალოდ, შეუჩერებელია. ეს ფაქტი განსაკუთრებით აშკარა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გახდა. მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო სპორტსმენმა ჯერ რთული მშობიარობა გადაიტანა, შემდეგ მთელი პასუხისმგებლობით მოირგო დედის როლი და მალევე, უიმბლდონის ტურნირზე მეორე ადგილის მოპოვებაც შეძლო. ახლა სერენა U.S Open-ისთვის ემზადება და კომპანია Chase-თან ერთად გადაღებულ ახალ სამოტივაციო ვიდეორგოლსაც ავრცელებს. ვიდეო, რომელშიც ჩოგბურთელის ქალიშვილიც მონაწილეობს, სააგენტო Droga5-მა მოამზადა.

 

განხილვა