22
Jun
2018

თამაში, რომელიც გვაერთიანებს! – სერხიო რამოსი UNICEF-ის ვიდეორგოლში

22 Jun 2018

Elit Electronics
Elit Electronics


ბოლო დროს, ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, მსოფლიო ჩემპიონატი კი მოვლენა, რომელთან დაკავშირებითაც კომპანიები საინტერესო სანახაობას ქმნიან. UNICEF-მა ფეხბურთის მნიშვნელობა თავის სარეკლამო ვიდეორგოლში ემიგრანტი ბავშვის მაგალითზე წარმოგვიდგინა. სანტიაგო, რომელიც კიდევ სხვა 50 მილიონი ბავშვის მსგავსად, სრულიად უცხო ქვეყანაში, უმეგობროდ აღმოჩნდა, სწორედ ამ თამაშის დამსახურებით, მისთვის მოულოდნელად საკმაოდ ბევრ მოსიყვარულე ადამიანს შეხვდა. სააგენტო 180LA-ის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი სერხიო რამოსიც გვხვდება.

 

განხილვა