ინტერნეტ სერიალი „აისი”, ამავე სახელწოდების ახალი ლუდის საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია. კავკასიაში Heineken-ის ლიცენზირებული პარტნიორი კომპანია Global Beer Georgia-ს წარმომადგენლების თქმით, ლუდი „აისი” მათთვისაა, ვინც ყოველ ახალ დღეს ახალ ისტორიად აქცევს, შემდეგ კი ამბებს მეგობრებს, ლუდის თანხლებით, უზიარებს. ანალოგიური ხაზით განვითარდება საკომუნიკაციო კამპანიაც, ანუ სერიალი როგორც GLOBAL BEER GEORGIA-ს კრეატივისა და კომუნიკაციის განყოფილების უფროსი ლევან ღვინიანიძე ამბობს, კამპანიის მიზანია, მომხმარებლებს აჩვენოს რეალობა, რომელშიც „აისი” მხიარული შეკრებების განუყოფელი ნაწილი, ხშირ შემთხვევაში კი, მიზეზი იქნება. მისი თქმით, პერსონაჟები „აისის“ პოტენციური მომხმარებლების პროტოტიპები არიან, შესაბამისად, მათ, სერიალის გმირებთან, საკუთარი თავის იდენტიფიცირება უნდა მოახდინონ. სერიალის იდეიდან გამომდინარე, შეარჩიეს კამპანიის სლოგანი და მთავრი გზავნილი – „ახალი დღე – ახალი ისტორია“.
M: რატომ ასეთი საკომუნიკაციო კამპანია?
ლევან ღვინიანიძე: „აისი” „მეინსტრიმ“ ლუდია, მისი ძირითადი მომხმარებლები 20-დან 35 წლამდე ადამიანები არიან; ხალხი, ვისთვისაც ლუდი აქტიური გართობის თანმდევი ელემენტია და ცდილობს ყოველი ახალი დღე ახალ ისტორიად აქციოს, შემდეგ კი ეს ამბები მეგობრულ შეკრებებზე, განსაკუთრებული ხალისით და ლუდის თანხლებით, „გააზიაროს”. „აისი” ინოვატორი ბრენდია. შესაბამისად, გვსურდა, კამპანიაც განსხვავებული ყოფილიყო. არ გვინდოდა, მენტორული ტონით გვესაუბრა. გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის გვეჩვენებინა რეალობა, რომელშიც „აისი” მხიარული შეკრებების განუყოფელი ნაწილი, ხშირ შემთხევაში კი, მათი მიზეზი იქნებოდა. ასე გაჩნდა სერიალის შექმნის იდეა. შემდეგ მივედით ფორმულა „კრეატივთან”, რომელიც დღეს ქვეყანაში ნამდვილად ქმნის სახალხო მედია პროდუქტებს. მათთვის, იდეა საინტერესო აღმოჩნდა. ერთად შევქმენით სერიალის საბოლოო ფორმატი, სადაც ყოველი ახალი სერია, ახალი დღე და შესაბამისად, ახალი ისტორია იქნება. ისეთი პერსონაჟები შევარჩიეთ, რომლებთანაც „აისის” სეგმენტისთვის, მარტივი იქნება საკუთარი თავის იდენტიფიცირება. ყველას გვყავს კლასელები და მიუხედავად იმისა, რა პროფესია და გზა ავირჩიეთ ცხოვრებაში, მათთან ყოფნა ყოველთვის გვიხარია, ეს შეკრებები კი, განსაკუთებული სილაღით გამორჩევა ხოლმე.
M: რატომ აირჩიეთ კომუნიკაციის ასეთი ფორმა?
ინტერნეტისა და სოციალური ქსელების როლი მუდმივად იზრდება. განსაკუთრებით, ჩვენს სამიზნე აუდიტორიაში. ამიტომ, გადავწყვიტეთ, კომუნიკაციის ძირითადი ნაწილი, “ონლაინ” წარგვემართა.
M: რა სახით გაგრძელდება კამპანია?
ამ ეტაპზე, დაგეგმილია 2 სრული სეზონის წარმოება. ცხადია, გაგრძელების პერსპექტივით. მსგავსი რამ უცხო და ახალია ქართული სარეკლამო ბაზრისათვის. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი სეგმენტი, რომელსაც სხვა თვისებებთან ერთად, სიახლეების ინტერესიც აქვს, სერიალს მალე აუღებს ალღოს. ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენ მიერ არჩეული გზა ერთგვარი ექსპერიმენტია. თუმცა, „აისი” გაცილებით ხმაურიან სიახლეებსაც არ მოერიდება. ინოვაციურობა ბრენდის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა. სერიალის გარდა, სარეკლამო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია ლუდის გადაღება (ლუდის ჩამოსხმა, პროდუქტის ახლო კადრების და. ა.შ), რომელზეც “პროდაქშენ” სტუდია JWT Metro- მ იმუშავა და მსოფლიოში წამყვანმა ლუდის სტილისტმა Tony Fiori – მ იმუშავეს.

M: როგორ ფიქრობთ, გაამართლებს ასეთი “ექსპერიმენტი”?
პროექტი საკმაოდ მასშტაბური და უნიკალურია, რომლის ანალოგიც ლუდის სფეროში არ არსებობს. ქართული რეალობა, ამ შემთხვევაში, შეიძლება ერთგვარი უპირატესობაც იყოს, რადგან მიუხედავად საკმაოდ ძლიერი ტრადიციული შეხედულებებისა, აქ საინტერესო და ეფექტური სიახლეების „ატაცებას”ძალიან მარტივად ახერხებენ.
M: ტრადიციულ სარეკლამო არხებს თუ გამოიყენებთ? ან სხვა პლატფორმას ხომ არ შესთავაზებთ საზოგადოებას?
ცხადია, ვიყენებთ ყველა სარეკლამო არხს. გარდა ამისა, ვმუშაობთ რამდენიმე უნიკალურ საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნაზე, რომელსაც მომხმარებელი მალე, ეტაპობრივად იხილავს. ჩვენთვის ფრაზა „ახალი დღე – ახალი ისტორია“ უბრალო სლოგანი ან საკომუნიკაციო მესიჯი არ გახლავთ, ეს ბრენდის ცხოვრების სტილია… ამდენად, „აისი” ეცდება, გამორჩეულად გემრიელი ლუდთან ერთად, მომხმარებელი ახალი და საინტერესო თავგადასავლებით გაახალისოს.
სერიალ „აისის” პირველი სერია 14 ივნისს გავიდა. პროექტს საკუთარი სატელევიზიო “კონტენტიც “ექნება, თუმცა, სრული სერიები მხოლოდ ინტერნეტით გავრცელდება.