in

Sesame Street-ის ახალი ვიდეორგოლი ბავშვების ემოციურ ჯანმრთელობას ეხება

მცირეწლოვან ბავშვებში ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია — სწორედ ასე ხდება მათი სათანადო უნარებით აღჭურვა, რათა ცხოვრებისეული სტრესები მარტივად დაძლიონ. ჩვენ კი ვიცით, რომ პატარებისთვის რაიმეს სწავლების ერთ-ერთი გზა ანიმაციური ფილმებია — ხშირად ჰბაძავენ საყვარელ პერსონაჟებს, გადმოაქვთ მათი თვისებები და ცდილობენ, რაღაცით მაინც დაემსგავსონ.

სწორედ ამას უკავშირდება Sesame Workshop-ის ინიციატივა, რომელმაც Me & My Grown-Up ვიდეორგოლი შექმნა. მასში ცნობილი ანიმაციური პერსონაჟები მღერიან და ამბობენ, რომ მეურვე ყოველთვის მათ გვერდითაა; ასევე, ყოველთვის შეუძლიათ თავიანთ გრძნობებზე საუბარი, როცა შეშინებულები, დაბნეულები ან გაღიზიანებულები არიან.

რა სარგებელი მოაქვს ბიზნესისთვის მიმწოდებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტს

Microsoft და Marvel კოსმოსში ძველ Zune-ის ფლეერს აბრუნებენ!