23
Jan
2019

ვის შეეძლება დღეიდან 200.000 ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში აღება?

23 Jan 2019

ბანკები დღეიდან, 200.000 ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემას მხოლოდ უცხოელებზე შეძლებენ. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები 200 ათას ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეძლებენ.

„კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხის/საბანკო კრედიტის გაცემა ხორციელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე,“ – აღნიშნულია სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებაში.

 აღნიშნული შეზღუდვა 2019 წლის 23 იანვრიდან ამოქმედდა.

განხილვა