in

ლარში სესხის ლარში გაცემის ოდენობა შეიძლება გაორმაგდეს

პარლამენტის კომიტეტებში ახალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ. პროექტის თანახმად, ლარში გასაცემი სესხების მაქსიმალური მოცულობა 100,000-დან 200,000-მდე უნდა გაიზარდოს. კანონპროექტის თანახმად, განვადებით შეძენისას, (100,000 ლარის ნაცვლად) 200,000 ლარამდე ნივთის ფასი არ უნდა იყოს უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. ასევე, 200,000 ლარამდე დაფინანსებული სალიზინგო თანხის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემის საზღაური არ უნდა იყოს უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შეეხება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. იკრძალება 200,000 ლარამდე გაცემული სესხის ინდექსირება ან უცხოურ ვალუტაზე მიბმა. ინიციატივის მიხედვით, ლიზინგის გამცემ პირებზე გავრცელდება საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ჯარიმებთან და ნებისმიერ ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერ ფინანსურ სანქციასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

ბიზნეს გაერთიანებები სესხის გაცემის რეგულაციებს ეხმიანებიან!

მოგებიანი 5 ინდუსტრია ბიზნესის დასაწყებად