Setanta Sports სპორტული მულტიმედია პლატფორმაა, რომელიც 14 ქვეყანაში ოპერირებს და უკვე რამდენიმე წელია რაც ქართულ ბაზარზე შემოვიდა. კომპანია, რომელიც საქართველოში სპორტული მაუწყობლობის განსხვავებული გზების დამკვიდრებისკენ ისწრაფვის, საშუალებას აძლევს გულშემატკივრებს უმაღლესი ხარისხის სპორტულ კონტენტს ნებისმიერ მოწყობილობაზე, ნებისმიერ ადგილას, 3 სხვადასხვა ენაზე კომენტირებით უყურონ, ამით კი სპორტის ყურებისა და გულშემატკივრობის ახალი გამოცდილებები დაამკვიდრონ.
Setanta Sports საკუთარი თანამშრომლების პროფესიული ზრდსა და ქართული სპორტული ინდუსტრიის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. ამის ნათელი მაგალითია Job Shadowing-ის ბოლო პროექტი რომელიც კომპანიამ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) თანამშრობლობით განახორციელა. ერთკვირიანი სტუდენტური პროგრამის მთავარი მიზანი, სპორტული ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებითვის ახალი შესაძლებლობების შექმნა იყო.
ამ პროექტის პარალელურად, კომპანიას ხშირად აქვს სტაჟირების პროგრამები, Setanta Sports-ის გუნდის წევრობით დაინტერესებული ადამიანებისთვის რეგულარულად ცხადდება ვაკანსიები. ასე რომ, თვალი ადევნეთ მიმდინარე სიახლეებს, ჩვენ კი, თათია ჟვანიასთან ერთად გიამბობთ, როგორ ჩაიარა Job Shadowing-ის პროგრამამ Setanta Sports-ში.

M: ბოლო თვეების განმავლობაში, ფეხბურთმა განსაკუთრებული ემოცია შემოიტანა საზოგადოებაში. შენი შეფასებით, რა როლი აქვს სპორტს ადამიანების ერთობაში და Setanta Sports-ს გულშემატკივრებისთვის დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნაში?
ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების თავდაუზოგავმა და ბრწყინვალე თამაშებმა ქართველებს არნახული შთაბეჭდილება და დაუვიწყარი ემოცია გვაჩუქა. ამ გამოცდილებამ დაგვანახა და შეგვახსენა, რომ სპორტს ადამიანების საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების უდიდესი ძალა აქვს.
Setanta Sports-ის მისიაა შეცვალოს სპორტის ყურების გამოცდილება, ამ მისიას კარგად გამოხატავს ჩვენი ბოლოდროინდელი კამპანიები, როგორიცაა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ გამგზავრებული სეტანტელების ვლოგი „ევროპული თავგადასავალი“ და UFC -ზე ქართველი მებრძოლების, ილია თოფურიას, მერაბ დვალიშვილისა და რომან დოლიძის მხარდასაჭერად შექმნილი კამპანია „პირდაპირ საქართველოდან“.
ჩვენც, როგორც კომპანია სპორტის დიდი გულშემატკივარი ვართ და ვცდილობთ ემოციების გაზიარებით, მაყურებლებთან ერთად შევქმნათ გულშემატკივრობის გამოცდილება.
M: რას მოიცავს სტუდენტებისათვის განკუთვნილი Job Shadowing, რომლის ფარგლებშიც BTU-ის სტუდენტებს უმასპინძლეთ?
Job Shadowing სტაჟირებისათვის მოსამზადებელი პროგრამაა, რომელიც კომპანიაში სტუდენტების ერთკვირიან ვიზიტს გულისხმობდა. პროექტი BTU-სთან თანამშრომლობით შედგა. სტუდენტების უმეტესობა BTU-ს ციფრული მარკეტინგის პროგრამაზე სწავლობს. შესაბამისად, კვირის გეგმა მათ საჭიროებებს და ინტერესებს მოვარგეთ. პირველ რიგში, გავაცანით Setanta Sports, უფრო ახლოდან დავანახეთ, როგორ მუშაობს ჩვენი ბიზნესი და როგორი ტიპის პროფესიებს აერთიანებს. მომდევნო დღეებში, სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები სტუდენტებს ასწავლიდნენ, კონტენტის შექმნას, სხვადასხვა სოციალურ მედია პლატფორმაზე მის მორგებას, სეგმენტებთან მუშაობასა და სწორი სარეკლამო კამპანიების აწყობას. პროგრამის დასასრულს, თავად სტუდენტებმა გაგვიზიარეს ახალ ბაზარზე შესვლის მარკეტინგული სტრატეგია და კამპანიური მიდგომები.

ერთ-ერთი სტუდენტის, ანდრია მახარობლიძის შეფასება Job Shadowing-ის პროგრამაზე:
„ძალიან საინტერესო ხუთი დღე იყო. უამრავი ინფორმაცია მივიღე, რომელიც ჯერ პრაქტიკაში გადავიტანეთ და ბოლოს პრეზენტაციის სახით წარვადგინე . ყველაზე მეტად ის კომუნიკაცია და ინფორმაციის მიმოცვლის გზები მომეწონა , რომელიც სეტანტელებთან ერთად გატარებული დროის მონაკვეთში მივიღე. Setanta Sports-ის გუნდი იქნებოდა ეს, თუ ჩემი გუნდის წევრები ყველასთან მუშაობა საინტერესო იყო. ის ცოდნა და გამოცდილება კი რაც პროექტის განმავლობაში მივიღე, დიდხანს დამრჩება გონებაში“.

კვირის განმავლობაში სტუდენტების ჩართულობამ და პასუხისმგებლობამ მოლოდინებს გადააჭარბა. თითოეული მათგანი სტაჟირების პროგრამის შესარჩევ პროცესში ავტომატურად შემდეგ საფეხურზე გადავიდა. ახალი და საინტერესო გამოცდილება მიიღეს თანამშრომლებმაც, რომლებმაც ამ დღეების განმავლობაში მენტორების როლი მოირგეს. შედეგად, გუნდი მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ მსგავსი პროგრამები მომავალშიც გავაკეთოთ.

M: როგორ შეაფასებთ პროგრამის შედეგებს და სამომავლოდ, რას გეგმავს Setanta Sports-ის გუნდი?
ჩვენ, როგორც ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას სპორტული ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი გვაქვს, შესაბამისად პროფესიონალების განვითარებასა და დამწყებთათვის ახალი პერსპექტივების გაჩენაში საკუთარი წვლილის შეტანაზე მუდმივად ვზრუნავთ. სტაჟირების პროგრამების მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა, ჯამში 300-ზე მეტი აპლიკაცია მივიღეთ და შერჩევის აქტიურ ფაზაზე გადავედით. ვცდილობთ სტაჟირების პროგრამის, Job Shadowing-ის და სხვა მსგავსი პროექტების საშუალებით, სპორტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ინდუსტრიის შიდა სამზარეულოში ჩახედვის საშუალება მივცეთ, ამით კი განვითარებისა და სწავლის განსხვავებული გამოცდილებები შევქმნათ, რომელიც სპორტის მოყვარულ ადამიანებს კარიერის სპორტთან დაკავშირების შესაძლებლობას მისცემს.

Setanta Sports-ის გარემო და კულტურა უნიკალურია, აქ არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ჰობი პროფესიად აქციეს. სპორტის და შესაბამისად საკუთარი საქმის დიდი სიყვარული გვაერთიანებს. ვმუშაობთ ერთად, ერთმანეთის მხარდაჭერით, თამაშ-თამაშით და ენთუზიაზმით. ერთ ადამიანზე რომ დავიდეთ, ტიპური სეტანტელი საკუთარი საქმის პროფესიონალი, შედეგზე ორიენტირებული, ხალისიანი, ენთუზიაზმით სავსე ადამიანია და ყოველთვის მზადაა დახმარებისათვის. ახალი გუნდის წევრის შერჩევის დროსაც სწორედ ასეთი ღირებულებების მქონე ადამიანებს ვეძებთ. სტაჟირებით, ან მუშაობით დაინტერესებულ ადამიანებისათვის ინფორმაციას ჩვენი LinkedIn-ის გვერდზე ვათავსებთ ხოლმე.
[R]











