საქართველოში „მეკობრეობა” სპორტული მაუწყებლებისთვის სერიოზული თავის ტკივილია, რომელიც უკვე დიდი ხანია ინდუსტრიის განვითარების ტემპს ანელებს. ამ ყველაფრით კი, კომპანიებთან ერთად ის მომხმარებლებიც ზარალდებიან, ვისაც მაღალი ხარისხის პროდუქტით სარგებლობა სურს.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე გამკაცრდა მიდგომა „მოპარული” კონტენტის გამავრცელებელი ვებსაიტების მიმართ და ამ მხრივ გაუმჯობესდა ინტერნეტსივრცის მონიტორინგიც. აღნიშნული რეგულაციები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის დაწესებული რეგულაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. 2016 წელს, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად, ჩვენმა ქვეყანამ ავტომატურად იკისრა ევროპული ღირებულებების საზოგადოებაში დამკვიდრების ვალდებულება. „მეკობრეობის“ მონიტორინგი და სპორტული სტრიმების ლეგალურად ყურება, სწორად ნახსენები ევროპული ღირებულებებისა და კულტურის ერთ-ერთი ნაწილია. როგორც ასოცირების ხელშეკრულებაში, ასევე 2022 წლის ევროკავშირის კითხვარში „მეკობრეობის“ წინააღმდეგ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზეა საუბარი. შესაბამისად, სპორტის ლეგალურად ყურების კულტურის ჩამოყალიბებაში თავისი წილი პასუხისმგებლობა Setanta Sports-მაც აიღო.
Setanta Sports უკვე წლებია მომხმარებლებს საუკეთესო სპორტულ კონტენტს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. პლატფორმა მაყურებელს თავიანთი ფავორიტი ტურნირებისა და სპორტსმენებისთვის თვალის მიდევნების ლეგალურ და იოლ საშუალებას აძლევს.
Setanta Sports-ის გუნდმა გადაწყვიტა, აგრესიული ანტიმეკობრული კამპანიის მაგივრად, საკითხს უფრო მსუბუქად და იუმორით მისდგომოდა. ამისთვის კი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი და ბრენდის ელჩი, მერაბ The Machine დვალიშვილი, „მეკობრეობის” წინააღმდეგ მებრძოლ სუპერგმირად აქცია და კამპანიაც ამ იდეის გარშემო დაიგეგმა.
2021 წლიდან მერაბ დვალიშვილი Setanta Sports-ის პარტნიორი ათლეტია. ამ დროში მან მოახერხა UFC-ს საერთაშორისო აუდიტორიისთვის შეეყვარებინა თავი და საუკეთესო მებრძოლთა შორის დაეკავებინა ადგილი. ამჟამად ქართველი „მანქანა” თავის წონით კატეგორიაში პირველი საჩემპიონო ორთაბრძოლის მოლოდინშია.
[პარტნიორის კონტენტი]