მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტო კომპანია Bybit საქართველოს ბაზარზე სიახლით შემოდის. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო Setanta Sports-თან, რაც მათი პირველი მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა ადგილობრივ ბაზარზე. საერთაშორისო დონეზე, Bybit-ს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება აქვს, მათ შორის Oracle Red Bull Racing (2021-2024), „ბორუსია დორტმუნდი“ და Tomorrowland Brazil 2025.
Bybit საქართველოს რეგიონულ სტრატეგიულ ჰაბად განიხილავს. კომპანიამ ასევე დააანონსა სამომავლო პარტნიორული პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ქეშბექებს, ჯილდოებს და ექსკლუზიურ შეთავაზებებს. Setanta Sports-ისა Bybit-ის პარტნიორობის ფარგლებში უკვე დაიგეგმა ერთობლივი კამპანიები, რომლებიც სპორტისა და კრიპტო აუდიტორიების დაახლოებას ისახავს მიზნად.
პარტნიორობის ფარგლებში, Bybit Georgia-ს მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ექსკლუზიური ჯილდოები – დაწყებული Setanta Sports-ის სამთვიანი გამოწერებით, დასრულებული პრემიუმ კლასის გაჯეტებითა და სათხილამურო მოგზაურობით. კამპანიის საერთო საპრიზო ფონდი 80,000 USDT-ს შეადგენს. მონაწილეობის მიღება მარტივია: მომხმარებლებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან, შეასრულებენ ერთჯერად დავალებებს, მოიწვევენ მეგობრებს და დაიწყებენ ვაჭრობას, ექნებათ შანსი მიიღონ ისეთი პრიზები, როგორიცაა USDT ეარდროპები, Ledger Nano X, AirPods Pro, iPhone 16 Pro და გუდაურის სამოგზაურო პაკეტი.

როგორ შედგა Setanta Sports-ისა და Bybit Georgia-ს თანამშრომლობა, როგორია გეგმები და გამოწვევები – დეტალებზე Bybit Georgia-ს რეგიონული მენეჯერი თეკლა იაშაღაშვილი გვესაუბრა.
M: რატომ აირჩიეთ სწორედ Setanta Sports თქვენი პირველი დიდი პარტნიორობისთვის საქართველოში და ასევე რა გავლენას მოახდენს ეს კამპანია Bybit Georgia-ს განვითარებაზე ქართულ ბაზარზე?
გვჯერა, რომ აღნიშნული პარტნიორობა Bybit Georgia-სთვის ერთგვარი შესაძლებლობაა უფრო ფართო სეგმენტზე გასვლის და ასევე, სპორტისა და კრიპტო აუდიტორიის გაერთიანების. ჩვენი მიზანი ყოველთვის ერთია – მომხმარებლებს მივცეთ მეტი ღირებულება, სტიმული და უნიკალური გამოცდილება ჩვენი პლატფორმის გამოყენებისას.
Bybit-ს გლობალურად დიდი ისტორია აქვს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობის კუთხით – იქნება ეს Oracle Red Bull Racing-ის (2021-2024) მთავარი პარტნიორობა, „ბორუსია დორტმუნდის“ სპონსორობა თუ ისეთი კულტურული პლატფორმების მხარდაჭერა, როგორიცაა Tomorrowland Brazil 2025.
Setanta Sports-თან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს არის ჩვენი პირველი ასეთი ტიპის ადგილობრივი პარტნიორობა და მის ფარგლებში ვიწყებთ ერთობლივ კამპანიებს. „სეტანტა“ სპორტული მაუწყებლობის უდიდესი მოთამაშეა ქვეყანაში, რომელსაც ყველა გულშემატკივარი იცნობს. სწორედ ამ არხზე გადაიცემა Formula #1 და ფეხბურთი – სპორტის სახეობები, რომლებსაც Bybit უკვე წლებია მხარს უჭერს გლობალურ დონეზე.

M: როგორია Bybit Georgia-ს გრძელვადიანი სტრატეგია საქართველოში?
Bybit Georgia-ს მიზანია სერვისების დივერსიფიკაცია, ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ეფექტური კომუნიკაცია მარეგულირებელ ორგანოებთან და სექტორის წარმომადგენლებთან, რათა საქართველო რეგიონულ კრიპტო ჰაბად ჩამოყალიბდეს.
ჩვენი სტრატეგიაა პროდუქტის ხაზის ეტაპობრივი გაფართოება იმ რეგულატორული ჩარჩოს ფარგლებში, რომელშიც ვმუშაობთ. ამ ეტაპზე, მომხმარებლებს ვთავაზობთ spot-ვაჭრობას, convert სერვისს, კრიპტოს შესყიდვის გამარტივებულ გზებს და Bybit Georgia-ს მობილურ აპლიკაციას და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია Bybit Card-ის გაშვება საქართველოში – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი გლობალურ დონეზე. Bybit Card მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავისუფლად დახარჯონ კრიპტო ისე, როგორც ჩვეულებრივი საბანკო ბარათით ხარჯავენ. ამასთან ერთად, ჩვენ შევთავაზებთ პარტნიორულ პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს ქეშბექებს, ჯილდოებს და ექსკლუზიურ შეთავაზებებს მომხმარებლებისთვის.
M: რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან და რა სარგებელს მიიღებენ ქართველი მომხმარებლები Setanta-სთან დაწყებული პარტნიორობითა და თქვენი მომავალი ინიციატივებით?
Bybit Georgia მომხმარებლებს სთავაზობს სრულად ლიცენზირებულ, რეგულირებულ კრიპტო პლატფორმას. ჩვენი უპირატესობა, კონკურენტ კომპანიებთან მიმართებაში, არის გლობალური გამოცდილება და მუშაობის პრაქტიკა. Setanta Sports–თან პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან სიახლეს საქართველოს ბაზარზე – ამჟამად, არცერთი სხვა პლატფორმა არ სთავაზობს მომხმარებლებს მსგავსი ტიპის წამახალისებელ პროგრამას.

ამ პარტნიორობის მეშვეობით, ქართველ მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ექსკლუზიური ჯილდოები, როგორიცაა Apple-ის გაჯეტები, Ledger Nano X, სათხილამურო ტურები და 3-თვიანი Setanta ვაუჩერები. მონაწილეობა მარტივია: რეგისტრირებულ მომხმარებლებს, რომლებიც განათავსებენ დეპოზიტს, მოიწვევენ მეგობრებს და დაიწყებენ ვაჭრობას, გადაეცემათ პრიზები. ამასთან, გარკვეული სავაჭრო მოცულობის შენარჩუნების შემთხვევაში, ისინი არა მხოლოდ ერთჯერად ჯილდოს მიიღებენ, არამედ ყოველდღიურად ექნებათ შესაძლებლობა დაატრიალონ ბორბალი და დამატებითი პრიზები მოიგონ.
ეს წამახალისებელი კამპანია Bybit Georgia-ს უნიკალურ პლატფორმად აქცევს ადგილობრივ კრიპტო ბაზარზე, რომელიც მომხმარებლებს რეალურ ღირებულებას და საინტერესო შესაძლებლობებს სთავაზობს.
M: როგორ შეაფასებდით კრიპტო ინდუსტრიის მიმდინარე მდგომარეობას საქართველოში და რა როლს ასრულებს Bybit Georgia ამ სექტორის განვითარებაში?
Bybit გლობალურ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს 2018 წლიდან. შესაბამისად, საქართველოში ის მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით არის წარმოდგენილი. ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც მკაცრად მიჰყვება შესაბამისობის სტანდარტებს და უკვე 20-მდე იურისდიქციაში გვაქვს ლიცენზია ან მისი მიღების პროცესში ვართ. საქართველოში ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ადგილობრივი რეგულაციების სრული დაცვა და სანდო, გამჭვირვალე კრიპტო სექტორის შექმნაში წვლილის შეტანა.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენი ხედვაა ისეთი ეკოსისტემის მხარდაჭერა, რომელიც გადალახავს კრიპტოს მიმართ მოძველებულ სტერეოტიპებს და ადგილობრივი ფინანსური სისტემის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ თანამშრომლობით არის შესაძლებელი – მარეგულირებელ ორგანოებთან, ინდუსტრიის მონაწილეებთან და ჩვენს მომხმარებლებთან.
M: რამდენად მზადაა ქართული აუდიტორია კრიპტოვალუტებისთვის და რა საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს Bybit Georgia იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ქართველების ცნობიერების ამაღლებას კრიპტოს სფეროში?
განათლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამჟამად, ვამზადებთ პარტნიორულ პროექტებს, რომლებიც პირდაპირ შეუწყობს ხელს კრიპტო ინდუსტრიის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საქართველოში. აქტიურად ვიმუშავებთ ორგანიზაციასთან Blockchain for Good, რომლის მთავარი მიზანია კრიპტო განათლების მხარდაჭერა და ისეთი პროექტების ხელშეწყობა, რომლებიც ბლოკჩეინს რეალური პრობლემების გადასაჭრელად იყენებს.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა Bybit-ის მისიის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს განვახორციელებთ, ხოლო ჩვენს აქტივობებს საზოგადოებას აქტიურად გავაცნობთ მომდევნო თვეებში.
[R]










