in

Setanta Sports და Netflix დაპარტნიორდნენ! ერთი გამოწერით ორივე სერვისს 13 ქვეყნის მომხმარებელი მიიღებს

თანამედროვე სამყარო ციფრული პლატფორმებისაა! დღესდღეობით მომხმარებელთა ანგარიშები ინტერესების მიხედვით სხვადასხვა პლატფორმაზეა განლაგებული და სასურველი კონტენტის ყურება, საყვარელ დარგში სიახლეებისთვის თვალყურის დევნება ყველას შეუძლია. მაგალითად, Setanta Sports უკვე დიდი ხანია სპორტის ქომაგების ერთ-ერთი საყვარელი მედიასივრცეა, სადაც ისინი მსოფლიო სპორტის სიახლეებს ადევნებენ თვალს, შეუძლიათ ლაივსტრიმებს უყურონ და საყვარელ სპორტსმენებს უგულშემატკივრონ. 

თავის მხრივ, მილიონობით გამომწერი ჰყავს Netflix-ს, ცნობილ ამერიკულ სამაუწყებლო კომპანიას და კონტენტპლატფორმას, რომელიც თავის თავში აერთიანებს საკულტო ფილმებს, ტელესერიალებსა და შოუებს. 

თუმცა ხომ შეიძლება ნეტფლიქსის ფანები სპორტის აქტიური გულშემატკივრებიც იყვნენ და პირიქით? ცხადია, შეიძლება! სწორედ ამის საპასუხოდ, Setanta Sports ამერიკულ კომპანიას, Netflix-ს დაუპარტნიორდა და დღეს მათი კონტენტის მოყვარულებს შეუძლიათ ერთი გამოწერით ორივე სერვისი მიიღონ – როგორც სპორტული, ისე გასართობი. 

დიდი დამეგობრება

Setanta Sports აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მოწინავე სპორტული მულტიმედია პლატფორმაა, Netflix კი მსოფლიოს ლიდერი სტრიმინგ სერვისი. მათ გამოაცხადეს ექსკლუზიური პარტნიორობა, რათა ერთ პაკეტში მოაქციონ სპორტული და გასართობი კონტენტი და ორივე მიმართულების თაყვანისმცემლების ცხოვრება კიდევ უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახადონ. ამ მიზნით კომპანიებმა შექმნეს პაკეტი Fan Pack, რომელიც 13 ქვეყანაში იქნება ფუნქციური და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ერთი გამოწერით ორივე სერვისი მიიღოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი გადაიხდით და როგორც სეტანტას, ისე ნეტფლიქსის კონტენტზე მიიღებთ წვდომას. მაგალითისთვის, შეგიძლიათ უყუროთ Formula 1-ს Setanta Sports-ზე, ხოლო Netflix-ზე მოძებნოთ დოკუმენტური სერიალი “Drive to Survive”, რომლითაც სპორტის ამ სახეობაზე მეტ ინფორმაციას მიიღებთ. 

სერვისი უკვე ფუნქციონირებს საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, ეტაპობრივად კი ის ყველა დანარჩენ ქვეყანაშიც ამოქმედდება, სადაც სეტანტა სპორტსი მაუწყებლობს.

მოხარულნი ვართ, რომ Netflix-თან პარტნიორობით შევქმენით სპორტისა და გართობის ექსკლუზიური ნაზავი. Netflix-ის გლობალური აღიარება, მისი გამორჩეული ფილმები და სერიალები ჩვენს საბაზრო შეთავაზებას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. Fan Pack უნიკალური შეთავაზებაა, რომელიც ჩვენს უმაღლესი ხარისხის სპორტულ და Netflix-ის ყველასთვის ცნობილ კონტენტს აერთიანებს. ჩვენი პარტნიორობა გართობის კიდევ უფრო ახლებურ გაგებას განაპირობებს, სადაც უკლებლივ ყველა მაყურებელი სასურველ პროდუქტს ერთ კომპლექტში იპოვის“, – თამარ ბადაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე.

თავის მხრივ, სიახლესთან დაკავშირებით კომენტარს ნეტფლიქსის წარმომადგენელიც აკეთებს:

მომხმარებლისთვის Netflix-ზე წვდომის გაიოლებისკენ მუდმივად მივისწრაფვით – იქნება ეს ტელევიზორის, მობილური ტელეფონის, ტაბლეტის ან პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით, შინ თუ მგზავრობისას. სასიამოვნოა, რომ ამ განსაკუთრებული პარტნიორობით, ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში Netflix-ს კიდევ უფრო ადვილად ხელმისაწვდომს ვხდით ისეთი მაყურებლებისთვის, რომლებიც სპორტითა და გართობით არიან დაინტერესებულნი”, – მაია პორჩინსკა, Netflix-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

სად და როგორ შეიძინოთ ახალი პაკეტი?

ამ ინფორმაციის გაზიარების ბოლოს, რა თქმა უნდა, ისიც უნდა გითხრათ, როგორ შეგიძლიათ თქვენი ორი საყვარელი ინტერესი ერთ სივრცეში მოაქციოთ. Setanta Sports-ისა და Netflix-ის ერთობლივი შეთავაზებით, Fan Pack-ით სარგებლობისთვის უნდა ეწვიოთ ვებგვერდს და შეარჩიოთ სასურველი ღირებულებისა და შეთავაზების მქონე პაკეტი. 

ფასები ასე გამოიყურება:

საბაზისო: 9.39 ევრო.

სტანდარტული: 11.79 ევრო.

პრემიუმი: 13.99 ევრო.

[R]

Tokina – ფოტოლინზების იაპონური ხელოვნება

მშობლებს არ ესმით, რას აკეთებთ — LinkedIn-ის სახალისო კამპანია