in

ქართული მედიაჰოლდინგი Setanta Sports Media, SBC Awards-ის ფინალისტთა შორისაა

საქართველოში დაფუძნებული სპორტული მედიაჰოლდინგი, Setanta Sports Media მეორედ მოხვდა SBC Awards-ის ფინალისტთა შორის და წარდგენილია ნომინაციაში Best Affiliate Product Innovation. SBC (Sports Betting Community) ონლაინ ბეთინგისა და სპორტული მედიის სფეროში, მსოფლიოს უდიდესი კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიების ორგანიზატორია. მის ღონისძიებებში ყოველწლიურად მონაწილეობენ ისეთი ცნობილი ორგანიზაციების, ფედერაციებისა და კლუბების წარმომადგენლები, როგორებიც არიან: UEFA, NBA, Real Madrid და სხვები. ყოველი წლის დეკემბერში, SBC-ს ორგანიზებით დაჯილდოვების ცერემონიალი SBC Awards იმართება, სადაც აღნიშნული ინდუსტრიის ყველაზე წარმატებულ წარმომადგენლებს ავლენენ.

დაჯილდოება 4 დეკემბერს, ლონდონში გაიმართება, სადაც Setanta Sports Media-ს მისი დამფუძნებელი, ლაშა მაჭავარიანი წარადგენს.

აღნიშნული ფაქტი დიდი წარმატებაა არამხოლოდ Setanta Sports Media-ს გუნდისთვის, არამედ სრულიად ქვეყნისათვის, რადგან ამ ღონისძიებაში მონაწილეობა კიდევ ერთ საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს ქართული ბრენდებისთვის. ეს დამატებით სტიმულს უჩენს ადგილობრივ ბიზნესს, დადებითად მოქმედებს ქვეყნის იმიჯის ამაღლებაზე და ხელს უწყობს საქართელოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას“, – აცხადებს ლაშა მაჭავარიანი.

Setanta Sports Media 2016 წელს, საქართველოში დაარსდა და დღეისათვის, ევრაზიის სივრცის 13 ქვეყანაში ფუნქციონირებს. მედიაჰოლდინგი ასევე თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ორგანიზაციებთან, როგორებიც არიან LiveSport Media და La Liga.

[R]

“მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ” – ნეიმინგ სააგენტო Christopher Robin

საახალწლო სამზადისი VS კარგი განწყობა – Vestel Georgia-ს ვიდეორგოლი