in

„სეტანტა სპორტს მედია“ SBC Awards-ის ფინალისტთა შორისაა

Setanta Sports Media საერთაშორისო SBC Awards-ის ფინალისტთა შორის უკვე მესამედ მოხვდა. საქართველოში დაფუძნებული სპორტული მედიაჰოლდინგი „შორტ ლისტში“  Affiliate Product Innovation-ის კატეგორიაში დაასახელეს.

SBC (Sports Betting Community) ონლაინ ბეთინგისა და სპორტული მედიის სფეროში, მსოფლიოს უდიდესი კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიების ორგანიზატორია. მის ღონისძიებებში ყოველწლიურად მონაწილეობენ ისეთი ცნობილი ორგანიზაციების, ფედერაციებისა და კლუბების წარმომადგენლები, როგორებიც არიან: UEFA, NBA, Real Madrid და სხვები.

წელს უკვე მესამედ დავსახელდით ფინალისტებს შორის, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ Setanta sports Media ყოველ წელს აგრძელებს განვითარებას და მსოფლიო სტანდარტების მომსახურების შეთავაზებას თავისი პარტნიორებისთვის“, – „სპორტს მედია ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი.

SBC Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალი, ტრადიციულად, დეკემბერში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია SBC.

 

[R]

ვირტუალური ტყე – სიახლე ინგლისის New Forest National Park-ისგან

ევექსი კლინიკები დასაქმების მასშტაბურ პროექტს იწყებს