in

Setanta Sports-მა უზბეკეთში სპორტული მაუწყებლის ლიცენზია მოიპოვა

საერთაშორისო მედია Setanta Sports-მა, უზბეკეთში სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა. ამჟამად კომპანია ციფრულ და საკაბელო პლატფორმებზე, ევროპისა და აზიის 15 ქვეყანაში მაუწყებლობს და ადგილობრივ მაყურებელს ექსკლუზიურად სთავაზობს ისეთი ტოპ სპორტული ჩემპიონატების ტრანსლაციებს, როგორებიც არის: ინგლისის პრემიერ ლიგა, იტალიის სერია ა, გერმანიის ბუნდესლიგა, UFC, NBA, Formula 1 და მრავალი სხვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია SMH-ის დამფუძნებელმა და Setanta Uzbekistan-ის თანაპარტნიორმა, ლაშა მაჭავარიანმა ისაუბრა:

„უზბეკეთი საკმაოდ დიდი და პერსპექტიული ბაზარია, სადაც ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად შევძელით ახლა უკვე სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვება, რაც საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი იყო. ამჟამად ჩვენი არხები ხელმისაწვდომია ყველა პლატფორმაზე, უზბეკეთის ნებისმიერი მოქალაქისთვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 3-თვიანი ოპერირების შედეგად, Setanta Sports-ს უკვე ჰყავს ნახევარი მილიონი აქტიური მომხმარებელი, რაც ძალიან შთამბეჭდავი ციფრია ასეთი მოკლე პერიოდისთვის, მით უმეტეს ამ ინდუსტრიაში”.

უზბეკეთში სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებასთან დაკავშირებით Setanta Sports-ის კომერციული დირექტორი, დავით ჯაფარიძე:

„Setanta Sports-ისთვის უზბეკეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანაა, სადაც საგრძნობლად იზრდება ინტერნეტის პენეტრაციის ტემპი და მოსახლეობის სპორტით მიმართ ინტერესი. OTT პლატფორმაზე რეკორდულად მოკლე დროში თითქმის ნახევარი მილიონი გამომწერის დარეგისტრირება კიდევ ერთი დასტურია, რომ სპორტი და განსაკუთრებით ის ჩემპიონატები და ტურნირები, რომლის ტრანსლაციასაც Setanta Sports-ი უზრუნველყოფს, მომხმარებლისთვის საინტერესო და პრიორიტეტულია. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ სატელევიზიო ლიცენზიის მოპოვება და ამ მიმართულებით განვითარება ჩვენს კომპანიას კიდევ უფრო გააძლიერებს”.

Setanta Sports-ი ირლანდიაში დაფუძნებული სპორტული მაუწყებელია. 2021 წელს კომპანია OTT პლატფორმის მიმართულებით განვითარდა და მომხმარებელს, სატელევიზიო არხებთან ერთად, აპლიკაცია setantasports.com-ით სარგებლობა შესთავაზა. ამჟამად Setanta Sports-ი ევროპისა და აზიის 15 ქვეყანაში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ფილიპინები) ოპერირებს.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ გაიზარდა პოდკასტინგი წლების განმავლობაში

„ეპიზოდი” – თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებზე მორგებული სასტუმრო საქართველოში