in

Setanta Sports-ის პარტნიორობა Netflix-თან, ანტიპირატული კამპანიები და ექსკლუზიური კონტენტი

სპორტის მოყვარულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ყურება და სიახლეების ეპიცენტრში ყოფნა. ცხადია, მათ სურთ, მაღალი ხარისხის კონტენტის მიღება და ისეთი სანდო მაუწყებლის პოვნა, რომელიც არ უმტყუნებთ. 

ამ მიმართულებით ქართული სპორტული პლატფორმა დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა, თუმცა 2021 წლიდან გამოჩნდა Setanta Sports, ბრენდი, რომელიც 14 ქვეყანაში ოპერირებს, სამი სატელევიზიო არხი აქვს საქართველოში და OTT პლატფორმებზეცაა წარმოდგენილი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ OTT პლატფორმებზე ისეთი კონტენტიც შეგხვდებათ, რომელსაც ტელევიზიით ვერ ნახავთ. ასევე, თუკი მომხმარებლისთვის საინტერესო სპორტული მოვლენები ერთმანეთთან იკვეთება, პლატფორმა setantasports.com „მულტივიუს” ფუნქციას გთავაზობთ, რომელიც ეკრანს 4-ად ყოფს და ყველა თამაშის ერთად ყურების საშუალებას გაძლევთ.

ექსკლუზიური მატჩები და სპორტის სახეობები

მთავარი ნიშა, რომელიც Setanta Sports-მა შექმნა, ექსკლუზიური სპორტული ღონისძიებების ჩვენებაა. ის მომხმარებელს სთავაზობს ისეთ ჩემპიონატებსა და სხვადასხვა სპორტულ მოვლენას, როგორებიცაა: ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, სერია ა, ბუნდესლიგა და სხვა ფეხბურთში, Wimbledon ჩოგბურთში, UFC საბრძოლო ხელოვნებაში და სხვა.

FanPack, ანუ Setanta Sports + Netflix

Netflix-ს ჩვენი წარდგენა არ სჭირდება, თუმცა უნდა გაგაცნოთ პროდუქტი, FanPack. ის Setanta Sports-ისა და Netflix-ის თანამშრომლობით შექმნილი სერვისია, რომელიც 2023 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. ორმა გლობალურმა პლატფორმამ გადაწყვიტა, ერთ პაკეტში მოექცა როგორც სპორტული, ისე გასართობი შინაარსი და მომხმარებელს საშუალება მისცა, ერთი გამოწერით ისარგებლოს როგორც Setanta Sports-ის, ისე Netflix-ის კონტენტით. მათთვის, ვისაც სპორტი და კინო ერთნაირად უყვართ, ეს კარგი შესაძლებლობაა.

 
ამ თანამშრომლობის ფარგლებში სიახლეც უნდა გაგაცნოთ. ეს არის ორი ბრენდის საერთო კამპანიის მეორე ეტაპი, რომელიც ახლა, ოქტომბერში იწყება და მისი მთავარი გზავნილია – „თუ შენში ორივე ფანი ცხოვრობს, FanPack-ის მეშვეობით არჩევანის გაკეთება აღარ დაგჭირდება”. 

აქვე გეტყვით, რომ Fan Pack სამი სხვადასხვა პაკეტითაა წარმოდგენილი: საბაზისო – €9.39, სტანდარტული – €11.79 და პრემიუმი – €13.99.

ანტიპირატული კამპანიები

ე.წ. მეკობრეობა მნიშვნელოვნად მოქმედებს როგორც სპორტულ, ისე კინოინდუსტრიაზე, გვაშორებს ევროპულ ღირებულებებს და ჯანსაღი საზოგადოების შექმნას უშლის ხელს. პირატული კონტენტის გავრცელების პრობლემა მწვავედ დგას როგორც სპორტულ ინდუსტრიაში, ისე გასართობში. ე.წ. „მოპარული მასალა” მომხმარებელსაც დაბალი ხარისხის სერვისს აწვდის და მთლიანობაშიც, ცუდი პრაქტიკის გავრცელებას უწყობს ხელს.

Setanta Sports ცდილობს, აამაღლოს ცნობიერება იმის შესახებ, რომ პირატული სტრიმები აზარალებს როგორც მომხმარებელს, ისე სხვა კომპანიებსაც, რომლებსაც მაღალი ხარისხის შექმნაზე აქვთ პრეტენზია. საგულისხმოა, რომ Setanta Sports-ისა და Netflix-ის ინტერესები აქაც იკვეთება, რადგან არალეგალური კონტენტი ვრცელდება როგორც სპორტულ, ისე გასართობ პლატფორმებზე.

მიუხედავად იმისა, რომ მეკობრეობასთან ბრძოლის ვალდებულებას თავად სახელმწიფო ასოცირების ხელშეკრულება არეგულირებს, მსგავსი შემთხვევები მაინც იჩენს თავს და Setanta Sports აქტიურად ცდილობს, ანტიპირატული კამპანიებით, მომხმარებლებსა და კომპანიებს მოუწოდოს ლეგალური კონტენტის შექმნისა და ყურებისკენ. ალბათ ყველას კარგად გვახსოვს მისი ერთ-ერთი, ცოტა იუმორისტული და ამავე დროს ინფორმაციული კამპანია, რომლითაც პლატფორმამ მერაბ დვალიშვილი მეკობრეობასთან მებრძოლ სუპერგმირად აქცია. თავის მხრივ, მომხმარებლის მხრიდანაც მნიშვნელოვანია, რომ პირატულ სტრიმებზე უარის თქმით, ხელი შეუწყოს ჯანსაღი სპორტული ეკოსისტემის განვითარებას. 

რომ შევაჯამოთ, Setanta Sports ის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს უკვე წლებია ლეგალურ, რჩეულ და საინტერესო სპორტულ კონტენტს სთავაზობს. როგორც დამოუკიდებლად, ისე Netflix-ისნაირ ბრენდებთან თანამშრომლობით, ის ქმნის სერვისს, რომელიც მას წამყვან პლატფორმად აქცევს თანამედროვე ციფრული კონტენტის მიმართულებით.

[R]

ერთი ნახატი 12 აკრძალული კოქტეილის ამბავს ჰყვება

მოვენტო – მცენარის დაცვის რევოლუციური გადაწყვეტა