in

როგორ შეუძლია სტაგნაციას თქვენი კარიერის წინ წაწევაში დაგეხმაროთ

ზოგი ჩვენგანი კარიერის რაღაც მომენტში სტაგნაციას განიცდის – შესაძლოა, დავტოვოთ სამსახური, ვერ მივიღოთ სასურველი სამუშაო ან სხვა დაბრკოლებას წავაწყდეთ. ასეთმა გამოცდილებამ შეიძლება შეარყიოს ჩვენი ნდობა და ეჭვი გაგვიჩინოს, იმაზე, თუ რამდენად დამსახურებული სპეციალისტი ვართ. რა მოხდება, თუ წარუმატებლობის აშკარა უარყოფით ასპექტებზე ფოკუსირებით, გამოგვრჩება გარემოების დადებითი მხარე?

მიუხედავად იმისა, რომ წარუმატებლობა მოკლევადიან პერსპექტივაში დამანგრეველია, მას შეუძლია კარიერის გაძლიერებაში მოულოდნელი გზებით დაგეხმაროთ. 2017 წელს, ვოლფგანგმა და მისმა თანაავტორმა ჰიუ გუნზმა გამოაქვეყნეს მიმოხილვა ადამიანური რესურსების, ორგანიზაციული და მენეჯმენტის მეცნიერთა მოსაზრებებით, კარიერული კვლევების შესახებ. ყველა ამ დისციპლინაში, ხაზგასმული იყო ის, რომ კარიერა გაგებულია, როგორც მთელი ცხოვრების მანძილზე მოგზაურობა, სადაც შემოვლითი გზები და არატრადიციული ბილიკები ბუნებრივი და ხშირად, ღირებულიც კია.

მომდევნო კვლევაში, გამოკითხეს 42 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიის უმცროს პოზიციებზე იყვნენ. მიზანი იყო, შეედარებინათ ადამიანები, რომლებმაც განიცადეს წარუმატებლობა. როდესაც რესპონდენტებს ესაუბრნენ მათი კარიერის არჩევანსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც მათთვის ხელმისაწვდომი იყო, აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, ვინც განიცადა წარუმატებლობა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გრძნობდა სიმძიმეს, მთლიანობაში, პოზიტიურად ცვლიდა კარიერულ გეზს. წარუმატებლობამ ისინი აიძულა გადაეხედათ თავიანთი კარიერა ისე, რომ უფრო ავთენტური ყოფილიყო მათი შინაგანი სამყაროსთვის. ეს დაეხმარათ უფრო მეტი წარმატებისთვის მიეღწიათ. ამის საპირისპიროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კარიერული წარუმატებლობის გარეშე მიყვებიან „უსაფრთხო“ გზას. არცთუ იშვიათად, მათთვის მასშტაბური კარიერული ნახტომი ნაკლებად შესამჩნევია.

თუკი სტაგნაციას განიცდით, შესაძლოა, ეს მიდგომები დაგეხმაროთ:

გამოიკვლიეთ, შეესაბამება თუ არა თქვენი კარიერული მიზნები თქვენს ამჟამინდელ მისწრაფებებს

პირველ რიგში, აღიარეთ, რომ გადაწყვეტილებები, რომლებმაც მიგიყვანთ ამ გზამდე, მიღებულია თქვენ მიერ, როცა ნაკლებად იყავით გამოცდილი. დაიხიეთ ნაბიჯით უკან და დაფიქრდით: არის თუ არა ეს მიზნები შესაბამისი ჩემი უფრო დიდი უნარებისთვის, ცოდნისა და კარიერული წარმატებისთვის? როგორ შემიძლია მათი დახვეწა ისე, რომ უკეთ გამოვხატო, რაც ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია?

იფიქრეთ იმაზე, თუ რა გჭირდებათ თქვენი განახლებული მიზნების მისაღწევად. ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ ის, რაც უნდა მოძებნოთ თქვენს მომდევნო პოზიციაზე. წიგნში „დაბრუნებები“, ანდრეა რედმონდი და პატრიცია კრისაფული ჰყვებიან დირექტორის ისტორიას, რომელიც გაათავისუფლეს კომპანიაში უფროსთან უთანხმოების შემდეგ. ამ ინციდენტმა ის აიძულა გაეცნობიერებინა, რომ სჭირდებოდა როლი, რომელიც მას მეტ ავტონომიას მიანიჭებდა. ის გრძნობდა, რომ მისი ხელმძღვანელი, რომელიც ოდესღაც მისი მენტორი იყო, ერეოდა მის გადაწყვეტილებებში, რითაც ქმნიდა განხეთქილებას. დირექტორმა პირობა დადო, რომ აღარ ექნებოდა შეზღუდვები, გადაწყვიტა თავის ახალ გასაუბრებებში აეხსნა, თუ რამდენად ეფექტური იქნებოდა ის ავტონომიის პირობებში. საბოლოოდ, ეს დაეხმარა მას მოხვედრილიყო Bank One-ში, რომელიც საჭიროებდა კრიზისიდან გამოსვლას. რამდენიმე წლის შემდეგ, ბანკი იყიდა JPMorgan-მა და ეს ადამიანი გახდა კომბინირებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

იყავით ღია არაორდინალური შესაძლებლობებისთვის

ბევრ ადამიანს აქვს ზედმეტად ვიწრო ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიოს კარიერულ წარმატებას. ჩვეულებრივ, ეს გულისხმობს ორგანიზაციული კიბის მომდევნო საფეხურზე გადასვლას. მაგრამ როგორც კი გაათავისუფლებთ გონებას დაწესებული საზღვრებისგან, რომლებიც გზღუდავთ, ახალი გზები გაიხსნება თქვენ წინაშე.

ჰკითხეთ საკუთარ თავს, თქვენი მუშაობის რომელი ასპექტები მოგეწონათ ყველაზე მეტად და რომელ სხვა პარამეტრებში შეიძლება გამოგადგეთ ისინი. აქ, სხვებთან საუბარი თქვენს ინდუსტრიაში – და მის ფარგლებს გარეთ – დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ არატრადიციული გზები.

განავითარეთ ახალი ჩვევები, რომლებიც ასახავს თქვენს ზრდას

როგორც აღმოჩნდა, ადამიანები, რომლებსაც წარუმატებლობა ჰქონდათ განცდილი, უფრო ხშირად აფასებდნენ თავიანთ მიზნებსა და სამუშაოს – თუნდაც წარმატებიდან დიდი ხნის შემდეგ. ამ ადამიანებმა ასევე ისაუბრეს სწავლის მნიშვნელობაზე, რამაც დააჩქარა მათი კარიერა და მისცა უპირატესობა იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც არასდროს შეხვედრიათ სირთულეები.

როგორც კი გზას დაუბრუნდებით, არ შეწყვიტოთ საკუთარი განვითარების გზების ძიება. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ადამიანები ვერ იღებენ სასურველ პოზიციას, ბევრი სთხოვს ორგანიზაციას მიზეზის ახსნას. მაგრამ ზრდაზე მომართული ადამიანები უფრო შორს მიდიან და კითხვებს სვამენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება უკეთ მოემზადონ შემდეგი სამუშაო შეთავაზების მისაღებად.

წყარო: HBR



ნახეთ: ანიმაცია სირთულეების შემდეგ მიღწეულ მიზნებზე

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, პირველის მთების დაუჯერებელი საჩუქრების ამბავი