5
იან
2018

„ბიტკოინი რომ მეყიდა!“ – ბესტსელერების ავტორის, სეთ გოდინის ამბავი

5 იან 2018


„მე ვიცოდი, თუმცა არ ვიყავი დარწმუნებული, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მოქმედებაზე გადავსულიყავი. ყველაფერი კარგი ხდება მაშინ, როცა ვრისკავთ იმ შემთხვევშიც კი, როცა არ ვიცით, სწორი აღმოჩნდება, თუ არა ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი“, – სეთ გოდინი.

1995-ში, ბესტსელერების ავტორმა, ბლოგერმა და ანტრეპრენუარმა სეთ გოდინმა, გამოსცა საკუთარი, ანაქრონიზმად წოდებული წიგნი, სათაურით, „ციფრული ფულის წარდგენა“, რომელიც იყო პირველი, დაბალტირაჟიანი, მასობრივ აუდიტორიაზე მორგებული რესურსი ნაღდ ელექტრონულ ფულზე. წიგნში მოყვანილი მაგალითები იყო თანადროული, თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან მალე მოძველდა. წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნოდა ნილ სტეფენსონს – ადამიანს, რომლის ნაშრომებიც ეხება მათემატიკას, კრიფტოგრაფიას, ლინგვისტიკას, ფილოსოფიას, ვალუტასა და მეცნიერების ისტორიას.

13 წლის შემდეგ, ბიტკოინი – ელექტრონული ფული – ცნობილი გახდა მსოფლიოსთვის. ცხადია, ბიტკოინის ავტორი სეთ გოდინი არ არის, თუმცა მან, ათწლეულით ადრე მიუძღვნა წიგნი ციფრულ ფულს, რაზეც ძალიან დიდხანს და სიღრმისეულად ფიქრობდა. მიუხედავად ამისა, 2008-ში, მან $1000-ის ღირებულების ბიტკოინი მაინც არ იყიდა და შესაბამისად, დღეს არ აქვს $40 000 000-ზე მეტი, რასაც ეს ნაბიჯი მოუტანდა.

საქმე ის კი არ არის, რომ სეთ გოდინმა რამე არ იცოდა, საქმე ისაა, რომ მან არ იმოქმედა!

რა იცი VS რას აკეთებ
რა შეიძლება ვისწავლოთ სეთ გოდინის შემთხვევიდან?



განხილვა