მომხმარებელთა მომსახურება უფასოა. ასე სეთ გოდინმა თქვა. ახლა კი, მის მოსაზრებაზე კონტენტ მარკეტერი ჯეფ სტინი საუბრობს, რომელმაც გოდინის მარკეტინგის კურსი წლების წინ გაიარა. ყოფილი სტუდენტის თქმით, ტრენერის მშვიდი, გაწონასწორებული და დაფიქრებული მიდგომა დასამახსოვრებელი იყო, ისევე, როგორც მისი წინააღმდეგობრივი თეორიები, მაგალითად, მომხმარებელთა მომსახურება.
თუმცა, ღირს, ამ მოსაზრების ფართო სპექტრში განხილვა. მომხმარებლის მომსახურება შესაძლებლობაა. კომპანიები მილიონობით დოლარს ხარჯავენ, დაინტრესებული მომხმარებლის ყურადღების მისაპყრობად. გოდინის თქმით, უამრავი კომპანია კონკურენციის გაწევას ხარისხიანი პროდუქტებით ცდილობს. ეს საკმაოდ ძვირი ჯდება. თუმცა ხარისხიან მომსახურებას მხოლოდ ოდნავ მეტი ენერგია, ყურადღება და სწორი ინფორმაცია სჭირდება. რაკი, ბიზნესი ადამიანები და ურთიერთობებია, თუკი შეძლებთ მომხმარებლებს თავი სასურველად, თავდაჯერებულად აგრძნობინოთ, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერა აქვთ, ჩათვალეთ, უკვე გაიმარჯვეთ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიეცით მომხმარებლებს კარგი სერვისი. არა უკეთესი, არამედ – კარგი. შედეგად, მნიშვნელოვნად გაზრდით საქონელბრუნვას.
არის კიდევ ერთი რამ, რაზეც გოდინი ღიად არ საუბრობს, თუმცა აქტუალურია. მომხმარებელთა მომსახურება ავთენტურია. ის პირადულია. კარგი მომსახურება ისაა, რაც ადამიანებს სურთ. როდესაც შეცდომას უშვებთ, მოუბოდიშეთ და ეს გულწრფელად გააკეთეთ. მათ სურთ მოუბოდიშონ შეკვეთის ხანგრძლივი ლოდინისთვის, ხარვეზით მიტანისთვის… ჩამონათვალი საკმაოდ გრძელი შეიძლება იყოს.
თუმცა, საინტერესოა ერთი რამ. მობოდიშების პარალელურად, მომხმარებლებს არ სურთ ისმინონ მიზეზები. მათ სურთ იცოდნენ, რომ თქვენი თანამშრომლები ამაყობენ თავიანთი საქმით და შრომობენ შეცდომების გამოსასწორებლად.
დიახ, ყოველივე ეს უფასოა. ადამიანების დაქირავებას ტელეფონზე საპასუხოდ, შეკვეთის გასაფორმებლად თუ სხვა ფუნქციებისთვის საერთოდ არ აქვს აზრი, თუკი ყოველივე ეს მიზანს არ ემსახურება – მომხმარებლების კარგ მომსახურებას. ამ რჩევის გათვალისწინება თქვენს ROI-ს ნამდვილად მსუყედ დაეტყობა.
აქვე, ცოტაოდენი სტატისტიკა: მომხმარებელთა 96% ამბობს, რომ მათთვის მომსახურება მნიშვნელოვანია, ბრენდის მიმართ ლოიალობის გამოსამუშვებლად.
72%-ის თქმით, მომხმარებლები დადებითი გამოცდილებით გამოცდილებას კიდევ 6 ადამიანს უზიარებენ, რაც ახალი მომხმარებლებისკენ გაგიხსნით გზას.
ამერიკელთა 90% მომმარებელთა მომსახურებას კომპანიასთან თანამშრომლობის მთავარ ფაქტორად განიხილავს.
წყარო: inc.