in

SEU სტუდენტებს UC Berkeley-ის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით სწავლას სთავაზობს

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და UC Berkeley-ის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი სემესტრის მანძილზე, UC Berkeley-ის კალიფორნიის კამპუსში, მათთვის სასურველ პროგრამაზე ისწავლონ.

კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი (UC Berkeley ) 1868 წელს დაარსდა. დღეს ის მსოფლიო რეიტინგში N1 ადგილზეა სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის. გარდა იმისა, რომ აქ სწავლა დიდი პრესტიჟია, თავად აშშ მოქალაქეებსაც კი შეზღუდული რაოდენობით იღებენ. UC Berkeley-ის კურსდამთავრებულთა შორის მრავალი ცნობილი ადამიანი და მეცნიერია: ნობელის პრემიის 20 ლაურეატი, მაკარტურის ფონდის „გენიოსის გრანტის“ 39 და აშშ მეცნიერების ეროვნული მედლის 30 მფლობელი, 250-ზე მეტი მულტინაციონალური კომპანიის დამფუძნებლები და ა.შ.

SEU-ში მიზნად ვისახავთ, დავნერგოთ დასავლურ, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. ჩვენს სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ უმაღლესი ხარისხის პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, რომელიც აპრობირებულია საერთაშორისო, თანამედროვე მიდგომებთან. ასევე, ვაძლევთ საშუალებას, გაცვლითი პროგრამებით წავიდნენ სასწავლებლად მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავია UC Berkeley-ის უნივერსიტეტთან შეთანხმების მიღწევა. ეს  კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს SEU- სტუდენტებს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება“, – ამბობს მაკა კუჭავაSEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი

თავად SEU-ს სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში მათ გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეთ.

მიხარია, რომ SEU მოგვცა შესაძლებლობა, სასწავლებლად ისეთი მაღალი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტში წავიდეთ, როგორიც  კალიფორნიის  ბერკლის  უნივერსიტეტია (UC Berkeley). აქაც გვიკითხავენ ლექციებს უცხოელი ლექტორები და, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ჩვენთვის. მაგრამ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და უცხოეთში სწავლა ბევრად უფრო ნაყოფიერი და სასარგებლოა. ასე ხომ სწავლობ დამოუკიდებლობას, იძენ საერთაშორისო კონტაქტებს, იღებ ახალ გამოცდილებას, იზრდება შენი დასაქმების შესაძლებლობა.“, – ამბობს სანდრო ცოტნიაშვილი, SEU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტი.

[R]

კურორტი „საირმე“ და „ევექსი ჰოსპიტლები“ ევროპის სპების ასოციაციის ჯილდოს მფლობელები გახდნენ

dBud U — უკაბელო ყურსასმენი, რომელიც რეალურად “იცავს” თქვენს სმენას